ჩოგბურთი

2:01 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარულ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

დოჰას 10-ათასიანი ტურნირის მე-2 რაუნდში ნიკოლოზმა ინდოელი ვინიაკ შარმა კაზა იოლად – 6:1, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგის მქონე ბელგიელ იორის დე ლოორეს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას დოჰაში ერთი ტურნირი უკვე მოიგო და ამჯერადაც, პირფველ ნომრად არის განთესილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112606