სხვა

16:51 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტენტორიუმის თასი” სტარტს 18 დეკემბერს აიღებს

18 დეკემბერს, სპორტკომპლექს “ოლიმპიკში” ახალგაზრდა წყალბურთელთა შორის “ტენტორიუმის თასის” გათამაშება დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2000-2001 წლებში დაბადებული წყალბურთელები. “ტენტორიუმის თასისთვის” რვა გუნდი იბრძოლებს, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი ნახევაფინალში განაგრძობს თამაშს. შეჯიბრის ხანგრძლივობა 18-დან 21 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ა ჯგუფში მოხვდნენ შემდეგი კლუბები: “საჩხერე,” “არენა,” “ბათუმი” და “თბილისი,” ხოლო ბ ჯგუფში “ივერია,” “ქუთაისი,” “აკადემია” და “დიღომი” განაწილდნენ.

ტურნირის ორგანიზატორი კომპანია “ტენტორიუმი” იქნება, ხოლო შეჯიბრს მხარდაჭერას სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია გაუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11291