ჩოგბურთი

19:41 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში ჩოგბურთელები აღიარეს

მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი როჯერ ფედერერი კარიერის განმავლობაში მეექვსედ შვეიცარიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 2014 წელს მან 5 ტურნირი (ბაზელი, შანხაი, ცინცინატი, ჰალე, დუბაი) მოიგო, ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში კი დევისის თასი მოიპოვა. გამოკითხვის შედეგად შვეიცარელთა საჩოგბურთო ნაკრები ქვეყნის წლის გუნდად სცნეს.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე მოთხილამურე დარიო კოლონია გავიდა, მესამეზე კი ავსტრალიის ღია პირველობისა და დევისის თასის ჩემპიონი სტენ ვავრინკა აღმოჩნდა.

რეფერენდუმის შედეგის გაცნობის შემდეგ 33 წლის ფედერერმა Tennis World-ის ჟურნალისტს შემდეგი განუცხადა: “ყველას მადლობა მსურს გადავუხადო. კარგად მესმის გამოკითხვის მონაწილე ადამიანების. ძნელია ღირსეული სპორტსმენებიდან საუკეთესო ამოარჩიო. სტენთან ერთად ბრწყინვალე სეზონი გვქონდა. ვავრინკას დიდი დამსახურებაა, დევისის თასი რომ მოვიგეთ და ჩემზე ნაკლებად სტენი წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას არ იმსახურებდა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11134