ფეხბურთი

0:46 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიმ მოიგო, ანანიძეს არ უთამაშია

საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით “ერგოტელისი” დაამარცხა.

ოფის რიგებში სრულად ჩაატარეს შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა. გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი კვლავ მოხვდნენ გატუზოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ამჯერად ქართველ შემტევს გოლი არ გაუტანია. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე გავიდა. თერთმეტემტრიანი პორტუგალიელმა მილაზესმა აქცია გამოიყენა.

12 ტური დასრულდა. 13 ქულით ოფი მე-12 ადგილზე იმყოფება, გასავარდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებს.

მოსკოვის “სპარტაკმა” ფრედ 1:1 ითამაშა “როსტოვთან.” ჯანო ანანიძე სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა. თამაშის ბოლომდე მურატ იაკინმა ქართველის მოედანზე შეშვება არ ისურვა.

71-ე წუთზე ტორბინსკის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში გლუშაკოვმა წონასწორობა აღადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112779