ფეხბურთი

17:33 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძის ბედს “შახტარი” გადაწყვეტს

მარიუპოლის “ილიჩევეცის” სპორტულმა დირექტორმა სერგეი კანანამ უკრაინულ ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით თარგამაძის მომავალს დონეცკის “შახტარი” გადაწყვეტს.

“რაც შეეხება თარგამაძეს და ასევე იშჩენკოს, ამ ფეხბურთელებისგან კლუბში მოვიდა წერილები, რომლებშიც ისინი იუწყებოდნენ, რომ ოჯახები ჰყავთ და ქალაქის ირგვლივ არსებული ვითარების გამო, მარიუპოლში ჩასვლის ეშინიათ. სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთაც კლუბიდან წასვლა გადაწყვიტეს და მათთან შესაბამისი მოლაპარაკება გაიმართა, ამ მოთამაშეებმა გუნდი თვითნებურად დატოვეს. ისინი სამუშაოზე არ გამოცხადნენ, არადა ამას კონტრაქტები ავალდებულებდათ. თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაციაზე გავლენის მოხდენა ნაკლებად შეგვიძლია, რადგან ამ საკითხში “შახტარი” გაერკვევა. მათ კონტრაქტები ამ კლუბთან აკავშირებთ, ხოლო ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულებები 31 დეკემბერს უმთავრდებათ” – თქვა კანანამ.

მიმდინარე სეზონში 25 წლის თარგამაძემ “ილიჩევეცში” 3 მატჩი ჩაატარა, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მარიუპოლში აღარ ჩავიდა. სათამაშო პრაქტიკის არქონის მიზეზით, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აღარ მიუწვევიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114322