ფეხბურთი

16:51 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კოენტრაო: “სირცხვილი იქნება, თუ  რონალდუ “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს”

“რეალის” მცველი ფაბიო კოენტრაო დარწმუნებულია, რომ “ოქროს ბურთი” მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოს. პორტუგალიელის თქმით, კრიშტიანუ უკონკურენტოა.

“კრიშტიანუ რონალდუმ თუ არ მოიგო “ოქროს ბურთი”, ეს იქნება დიდი სირცხვილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯილდო ინდივიდუალურია და არა გუნდური. არასოდეს ყოფილა ამხელა სხვაობა პირველ და მეორე ფეხბურთელს შორის. მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე გასაოცარია. ასევე გასათვალისწინებელია მისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში. ის დაუღალავად აჩვენებს შეუდარებელ თამაშს”, -კოენტრაოს სიტყვებს A Bola ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111772