ფეხბურთი

16:10 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: “დასვენება მჭირდება”

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა El pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას დასვენება ესაჭიროება.
“ვერ დაველოდები როდის მოვა ზაფხული, დასვენება მჭირდება. ამ წელს ბევრი შეხვედრის ჩატარებმა მომიწია, “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგაში, მერე მსოფლიო ჩემპიონატი, რის შემდეგ მალევე ახალ კლუბთან ერთად დავიწყე ვარჯიში, რაც ადვილი არაა”, - განაცხადა კროოსმა.
ტონი კროოსისთვის მიმდინარე წელი გადატვირთულთან ერთად ძალიან წარმატებული გამოდგა: მან “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგა მოიგო, გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი, ამ ყველაფრის შემდეგ კი გერმანელმა, უკვე ახალ კლუბთან, მადრიდის “რეალთან” ერთად შეძლო მორიგი ტიტულის მოგება – ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა.
კროოსი მადრიდის “რეალს” მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ბაიერნიდან” შეუერთდა და ამ დროისთვის მადრიდელთა მაისურით უკვე 20 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135062