ფეხბურთი

10:40 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის მეხუთე ტური დღეს საღამოს დასრულდება

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის 24 თამაშიდან თავის დროზე მხოლოდ 23 დასრულდა. ერთი შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა და ის დღეს საღამოს დასრულდება.

A ჯგუფის ცენტრალურ მატჩში “ვილიარეალი” ორჯერ უგებდა “გლადბახს”, მაგრამ გერმანელებმა ორივეჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა. ეს გუნდები პლეი ოფში გასვლის ზონაში იმყოფებიან, თუმცა, მათ კვალში უდგას “ციურიხი”, რომელმაც “აპოლონს” ანგარიშის გახსნა არ შეარჩინა და 3:1 დაამარცხა, თუმცა, ორი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

B ჯგუფში საფლეიოფო ბრძოლაში დაბრუნდა ფინური “ჰიკი”. ეს გუნდი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ აუტსაიდერთა შორის ჩაწერეს, მაგრამ მერე ზედიზედ ორი თამაში მოიგო და 1/16-ფინალში გასვლის შანსი დაიბრუნა. “კოპენჰაგენმა” მატჩის უკანასკნელ წუთზე წონასწორობის აღდგენა შეძლო, თუმცა, დანიელებმა მესამე დამატებულ წუთზე გოლი მიიღეს და ჯგუფში ჩარჩენა გამოიწერეს. “ტორინომ” და “ბრიუგემ” ერთმანეთში უგოლოდ ითამაშეს და პირველ-მეორე ადგილზე რჩებიან.

C ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - “ტოტენჰემი” და “ბეშიქთაში” პლეი ოფში არიან. ლონდონელებმა “პარტიზანს” მეორე ტაიმის დასაწყისში სტამბულის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით აჯობეს. “ბეშიქთაში” “ასტერასს” 2 ბურთის სახვაობით ამარცხებდა, მაგრამ ბერძნებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. ფრე თურქებს აძლევდა ხელს და დასკვნითმა ტურმა აზრი დაკარგა.

“ზალცბურგმა” “სელტიკს” გლაზგოში 3:1 აჯობა და პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა. მიუხედავად მარცხისა, 1/16-ფინალში “სელტიკიც” ითამაშებს, რადგან ზაგრების “დინამოს” რუმინულმა “ასტრამ” აჯობა და თავისი საქმე ვერ გააკეთა, მაგრამ ხორვატებსაც არ მისცა წინსვლის საშუალება.

E ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა მოსკოვის “დინამო”, რომელმაც “პანათინაიკოსი” 2:1 დაამარცხა. პორტუგალიაში “ეშტიროლისა” და პსვ-ს შეხვედრაში ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა, მაგრამ მერე ძლიერი წვიმა მოვიდა, მოედანი დაიტბორა და თამაში ვეღარ გაგრძელდა. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ეს გუნდები მეორე ტაიმს დღეს ითამაშებენ. ორივე ამ გუნდს აქვს მეორე ადგილის დაკავების შანსი და ერთტაიმიანი ჯახი საინტერესო საყურებელი იქნება.

კაცნაკლულმა “ინტერმა” “დნიპროს” დამარცხება მოახერხა და F ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს. კვლავაც მოგების გარეშეა, თუმცა ჯერაც არ დამარცხებულა “სენტ-ეტიენი”. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” მეტოქის ზეწოლას გაუძლო და დასკვნითი ტურის წინ მეორე ადგილის დაკავების შანსს მათთან ერთად “დნიპროც” ინარჩუნებს.

G ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში “ფეიონოორდმა” უშუალო კონკურენტი “სევილია” 2:0 დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ბოლო ტურის მატჩების გათვალისწინებით, პლეი ოფის საგზური ნაადრევად დაიბევა. ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, როდესაც ბოეტიუსის სოლო გარღვევის შემდეგ ტოორნსტრამ ცარიელი კარი დალაშქრა. 83-ე წუთზე ელ-ახმადის გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. პარალელურ მატჩში ხორვატულმა”რიეკამ” ბელგიურ “სტანდარდთან” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დასკვნით ტურში 1/16-ფინალის საგზურს თასის მოქმედ მფლობელ “სევილიასთან” გაითამაშებს. მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, თანაც სტუმრები 33-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და “რიეკამაც” თერთმეტმეტრიანიდან იხეირა, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

H ჯგუფში მიზანს ვადაზე ადრე უწია “ევერტონმა”, რომელმაც გერმანიაში “ვოლფსბურგი” 2:0 დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა პერიშიჩზე თამაშგარე დააფიქსირა. სტუმართაგან გოლები ბელგიური წყვილის - მირალასისა და ლუკაკუს ანგარიშზეა, რომლებმაც თითო-თითო გოლი და თითო-თითო საგოლე გადაცემა მიითვალეს. ორივე შემთხვევაში “ევერტონმა” სწრაფი შეტევების შედეგად იხეირა. მეორე შეხვედრაში “კრასნოდარი” პირველი ტაიმის შემდეგ “ლილს” ამარცხებდა, მაგრამ ფრის მოყვარულმა ფრანგებმა წონასწორობა აღადგინეს და მეხუთე მატჩში მეოთხე ფრე დააფიქსირეს. დასკვნით ტურში მათ “ვოლფსბურგის” დამარცხება მართებთ, რათა მეორე ადგილის დაკავება მოახერხრონ.

I ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებს. ჯგუფის ლიდერებმა “სპარტამ” და “ნაპოლიმ” უგოლო ფრე ითამაშეს და 10-10 ქულა მოაგროვეს, ხოლო “იანგ ბოიზმა” ბრატისლავაში “სლოვანს” 3:1 სძლია და ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება. ყველაზე კარგ სიტუაციაში “ნაპოლია”, რადგან დასკვნით ტურში უმოტივაციო სლოვაკებს მასპინძლობენ და ფრეც აძლევთ ხელს. შესაძლოა ისეც მოხდეს, იტალიელები მომდევნო ეტაპზე მარცხითაც გავიდნენ. მეორე 1/16-ფინალისტის ბედი შვეიცარიაში გაირკვევა, სადაც “იანგ ბოიზი” “სპარტას” დამარცხებას ეცდება.

კიევის “დინამომ” J ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პლეიოფში ერთი ტურით ადრე გავიდა. მათ რიგებში 582-ე თამაში ჩაატარა შოვკოვსკიმ და უკრაინის რეკორდი დაამყარა. “ოლბორგმა” უშუალო კონკურენტ “სტიაუას” მინიმალური სხვაობით სძლია და მეორე ადგილზე გავიდა. დანიელებმა სამივე საშინაო შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ახლა ფხა სტუმრადაც უნდა გამოიღონ და პორტუგალიაში “რიუ ავეს” სძლიონ. “სტიაუას” უკრაინელების დამარცხება მართებს და თვალი პარალელურ მატჩზეც უნდა ეჭიროს.

K ჯგუფი “ფიორენტინამ” მოიგო, მეორე საგზურისთვის კი, დასკვნით ტურში პაოკი და “გენგამი” იბრძოლებენ. იტალიელებმა მატჩის დებიუტში ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ შესვენების წინ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბასანტა წითელი ბარათით რომ დაისაჯა მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს და მერე დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. -5 გრადუსიან ყინვაში პაოკი მინსკში “დინამოს” ყველაფერში ჯობდა, მაგრამ იგნატოვიჩის კარს გასაღები დასკვნით წუთებამდე ვერ მოარგო. მერე ბერძნებმა ორი გოლი გაიტანეს და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაიბრუნეს.

L ჯგუფში “ლოკერენმა” “ლეგიას” მოგებათა სერია შეწყვიტა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა, მაგრამ თავისი მატჩი “ტრაბზობსფორმაც” მოიგო და პოლონელთა მსგავსად 1/16-ფინალის საგზური გაინაღდა.

ევროპის ლიგა 2014/2015.

V ტური. 28 ნოემბერი

A ჯგუფი

ვილიარეალი (ესპანეთი) - გლადბახი (გერმანია) 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვიეტო (26), 1:1 რაფაელი (55), 2:1 ჩერიშევი (63), 2:2 ჯაკა (67)

გაფრთხილება: ბრუნო (39), ტრიგეროსი (68) - ბრაუვერსი (17), ჯაკა (77)

ციურიხი (შვეიცარია) - აპოლონი (კვიპროსი) 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 ფარლეი (23), 1:1 ჯიმსიტი (32), 2:1 შიკაუი (39 პ.), 3:1 შიკაუი (59 პ.)

გაფრთხილება: კაევიჩი (41), კეცოევიჩი (47), ნეფი (77) - ჟოაუ პაულუ (73)

1. გლადბახი 5 2 3 0 11:4 9
2. ვილიარეალი 5 2 2 1 13:7 8
3. ციურიხი 5 2 1 2 10:11 7
4. აპოლონი 5 1 0 4 4:16 3

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

გლადბახი - ციურიხი; აპოლონი - ვილიარეალი

B ჯგუფი

ტორინო (იტალია) - ბრიუგე (ბელგია) 0:0

გაფრთხილება: ბენასი (38), მორეტი (51), გაცი (79), იანსონი (90+3), მოლინარო (90+5) - კასტილიო (58), დე ბოკი (85), რაიანი (90), მეხელი (90+3)

ჰიკი (ფინეთი) - კოპენჰაგენი (დანია) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბაახი (29), 1:1 ნილსონი (90), 2:1 კანჯი (90+3)

გაფრთხილება: დობლასი (90), კანჯი (90+4) - ჰეგლი (41), გისლასონი (64)

1. ბრიუგე 5 2 3 0 8:1 9
2. ტორინო 5 2 2 1 4:2 8
3. ჰიკი 5 2 0 3 4:9 6
4. კოპენჰაგენი 5 1 1 3 4:8 4

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

ბრიუგე - ჰიკი, კოპენჰაგენი - ტორინო

C ჯგუფი

ტოტენჰემი (ინგლისი) - პარტიზანი (სერბეთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სტამბული (49)

გაფრთხილება: სტამბული (51) - გრბიჩი (72), ბ. ილიჩი (86)

ასტერასი (საბერძნეთი) - ბეშიქთაში (თურქეთი) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბა (15), 0:2 გეკხან ტერე (61 პ.), 1:2 ბარალესი (72), 2:2 პარა (83)

გაფრთხილება: პანტელიადისი (57), გოიანი (61), სანკარე (76) - რამონ მოტა (20), ჰათჩინსონი (38), ერსან გიულუმი (67), ჯენკ გენენი (86)

გაძევება: ჰათჩინსონი (73)

1. ტოტენჰემი 5 3 2 0 9:3 11
2. ბეშიქთაში 5 2 3 0 10:5 9
3. ასტერასი 5 1 2 2 7:10 5
4. პარტიზანი 5 0 1 4 1:9 1

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

პარტიზანი - ასტერასი; ბეშიქთაში - ტოტენჰემი

D ჯგუფი

სელტიკი (შოტლანდია) - ზალცბურგი (ავსტრია) 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ალანი (8), 0:2 ალანი (13), 1:2 იოჰანსენი (30), 1:3 კეიტა (90+2)

გაფრთხილება: იოჰანსენი (34) - შმიცი (39)

ასტრა (რუმინეთი) - დინამო (ზაგრები, ხორვატია) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბუკარი (50)

გაფრთხილება: რუსი (39) - ვუკოევიჩი (52), ენრიკესი (60), ჩოპი (78)

1. ზალცბურგი 5 4 1 0 16:7 13
2. სელტიკი 5 2 2 1 7:7 8
3. ასტრა 5 1 1 3 5:10 4
4. დინამო 5 1 0 4 8:12 3

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

ზალცბურგი - ასტრა; დინამო - სელტიკი

E ჯგუფი

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბერგი (14), 1:1 ტრიანტაფულოპულოსი (55 ა.გ.), 2:1 იონოვი (61)

გაფრთხილება: დუგლასი (32) - ბურბოსი (44), ბერგი (48)

ეშტიროლი (პორტუგალია) - პსვ (ჰოლანდია) (3:2-ზე შეწყდა)

1. დინამო 5 5 0 0 8:3 15
2. პსვ 4 2 1 1 5:4 7
3. ეშტორილი 4 1 0 3 3:4 3
4. პანათინაიკოსი 5 0 1 4 5:10 1

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

პსვ - დინამო; პანათინაიკოსი - ეშტიროლი

F ჯგუფი

ინტერი (იტალია) - დნიპრო (უკრაინა) 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 როტანი (16), 1:1 კუზმანოვიჩი (30), 2:1 ოსვალდო (50)

გაფრთხილება: რანოკია (22), ერნანესი (31), გუარინი (66)

გაძევება: რანოკია (46)

სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი) 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნადიროვი (15), 1:1 ვან ვოლფსვინკელი (21)

გაფრთხილება: ლემუანი (90+3) - ჯორჯი (48), მედვედევი (74)

1. ინტერი 5 3 2 0 6:2 11
2. ყარაბაღი 5 1 2 2 3:5 5
3. სენტ-ეტიენი 5 0 5 0 2:2 5
4. დნიპრო 5 1 1 3 3:5 4

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

დნიპრო - სენტ-ეტიენი; ყარაბაღი - ინტერი

G ჯგუფი

რიეკა (ხორვატია) - სტანდარდი (ბელგია) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 მოიზესი (26), 2:0 კრამარიჩი (34 პ.)

გაფრთხილება: ცვიანოვიჩი (79), კრამარიჩი (90+3) - დე სარი (82), უოტი (90+1)

გაძევება: არსლანაჯიჩი (33 სტანდარდი)

ფეინოორდი (ჰოლანდია) - სევილია (ესპანეთი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტოორნსტრა (56), 2:0 ელ-ახმადი (83)

გაფრთხილება: ბოეტიუსი (66), ვან ბეეკი (73), კაზიმ კაზიმი (90), ელ-ახმადი (90+2) - არიბასი (82), კრიხოვიაკი (90+1)

1. ფეინოორდი 5 3 0 2 7:6 9
2. სევილია 5 2 2 1 7:5 8
3. რიეკა 5 2 1 2 7:7 7
4. სტანდარდი 5 1 1 3 4:7 4

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

სტანდარდი - ფეინოორდი; სევილია - რიეკა

H ჯგუფი

კრასნოდარი (რუსეთი) - ლილი (საფრანგეთი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 არი (35) - რუ (79)

გაფრთხილება: პერეირა (56), ს. პეტროვი (86), ვანდერსონი (90+3) - გუეი (65), რუ (84), ბაშა (90)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ევერტონი (ინგლისი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (43), 0:2 მირალასი (75)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (45+2), პერიშიჩი (58) - ბეშიჩი (73)

1. ევერტონი 5 3 2 0 10:2 11
2. ვოლფსბურგი 5 2 1 2 11:10 7
3. ლილი 5 0 4 1 3:6 4
4. კრასნოდარი 5 0 3 2 6:12 3

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

ლილი - ვოლფსბურგი; ევერტონი - კრასნოდარი

I ჯგუფი

სლოვანი (სლოვაკეთი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია) 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ოარო (9 პ.), 1:1 სუმა (11), 1:2 კუბო (18), 1:3 კუბო (63)

გაფრთხილება: კუბიკი (41), კოლჩაკი (57) - ვილოტიჩი (82)

სპარტა (ჩეხეთი) - ნაპოლი (იტალია) 0:0 (0:0)

გაფრთხილება: მატეიოვსკი (46), ბრაბეცი (62), დოჩკალი (90) - ბრიტოსი (6)

1. ნაპოლი 5 3 1 1 8:3 10
2. სპარტა 5 3 1 1 11:4 10
3. იანგ ბოიზი 5 3 0 2 11:7 9
4. სლოვანი 5 0 0 5 1:17 0

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

იანგ ბოიზი - სპარტა; ნაპოლი - სლოვანი

J ჯგუფი

ოლბორგი (დანია) - სტიაუა (რუმინეთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ენევოლდსენი (72)

გაფრთხილება: გორტერი (53), რისგორი (65), პეტერსენი (68), იაკობსენი (82) - ბოურჩანუ (27), ფილიპი (60)

დინამო (კიევი, უკრაინა) - რიუ ავე (პორტუგალია) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლენსი (53), 2:0 მიგელ ველოზუ (78)

გაფრთხილება: სიდორჩუკი (25), კრავეცი (52), ვიდა (85) - ლუიშ გუსტავუ (36)

1. დინამო 5 4 0 1 10:4 12
2. ოლბორგი 5 3 0 2 5:8 9
3. სტიაუა 5 2 1 2 11:7 7
4. რიუ ავე 5 0 1 4 3:10 1

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

სტიაუა - დინამო; რიუ ავე - ოლბორგი

K ჯგუფი

დინამო (მინსკი, ბელარუსი) - პაოკი (საბერძნეთი) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ატანასიადისი (82), 0:2 ატანასიადისი (88)

გაფრთხილება: ვერეტილო (77)

გენგამი (საფრანგეთი) - ფიორენტინა (იტალია) 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 მარინი (6), 0:2 ბაბაკარი (13), 1:2 ბოვე (45 პ.)

გაფრთხილება: აკვილანი (41), ბაბაკარი (57), სავიჩი (90+3)

გაძევება: ბასანტა (44)

1. ფიორენტინა 5 4 1 0 10:2 13
2. გენგამი 5 2 1 2 5:5 7
3. პაოკი 5 2 1 2 9:5 7
4. დინამო 5 0 1 4 1:13 1

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

პაოკი - გენგამი; ფიორენტინა - დინამო

L ჯგუფი

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - მეტალისტი (უკრაინა) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბელკალემი (36), 1:1 გომენიუკი (68), 2:1 მეჰმეთ ეკიჯი (86), 3:1 გორიანოვი (90+5 ა.გ.)

გაფრთხილება: მეჯანი (55), ბელკალემი (63), იატაბარე (90+4) - კულაკოვი (73)

გაძევება: მეჯანი (77)

ლოკერენი (ბელგია) - ლეგია (პოლონეთი) 1:0 (1:0)

გოლი: ვანაკენი (7)

გაფრთხილება: პატოსი (84) - გილერმე (36), ჟეზნიჩაკი (52), იოდლოვეცი (82)

1. ლეგია 5 4 0 1 5:2 12
2. ტრაბზონსფორი 5 3 1 1 8:4 10
3. ლოკერენი 5 2 1 2 3:4 7
4. მეტალისტი 5 0 0 5 3:9 0

მომდევნო ტური. 11 დეკემბერი

მეტალისტი - ლოკერენი; ლეგია - ტრანზონსფორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12325