კალათბურთი

3:06 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე მოედანს 13 ქულით დაუბრუნდა

მცირე ტრავმის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე “სან დიეგოს” რიგებს დაუბრუნდა და საკმაოდ ძლიერ “ვესტერნ მიჩიგანთან” მოგებულ (77:70) მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სანაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სან დიეგოელებს მომდევნო მატჩი 28 ნოემბერს “ქსავიერთან” ელით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117677