კალათბურთი

1:07 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” ბოლო წამზე იმარჯვა

გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი გაიუმჯობესა.

იტალიური კლუბი გერმანულ “არტლანდ დრაგონსს” სტუმრობდა და მეტოქეს გამარჯვება ზედ საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ორქულიანის წყალობით გამოგლიჯა – 66:68.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 16:49 წუთი გაატარა და 4 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 3 პასი მიითვალა. გიორგიმ ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და არცერთი შეცდომა არ დაუშვია. მან 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ქართველის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელ დამიან ჰოლისს ჩამორჩა. ამ უკანასკნელის მონაგარი 16 ქულა და 6 მოხსნა იყო.

კანტულებმა მე-7 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმეს და B ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. იტალიური კლუბი მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, შინ, ფრანგული “ვილერბანის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.120221