ფეხბურთი

21:25 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

Sony ფიფასთან ურთიერთობას აღარ აპირებს

ცნობილი იაპონური კომპანია Sony ფიფასთან სპონსორული ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

იაპონელები ფიფასთან ბოლო 8 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, მაგრამ 2015 წლიდან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებენ. ამის მიზეზი 2018 და 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის გარშემო ატეხილი სკანდალია, როდესაც ფიფა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.

Sony-მდე ფიფასთან ურთიერთობა ავიაკომპანია Emirates Airlane-მ გაწყვიტა. გარდა ამისა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა ფიფას ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა “კოკა-კოლამ”.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125256