ფეხბურთი

19:49 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტევენსი “შტუტგარტში” დაბრუნდა

ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი მიმდინარე წელს “შტუტგარტის” მთავარი მწვრთნელად მეორედ დაინიშნა.

მან არმინ ფე შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგისთვის დაითხოვეს. გასული სეზონის ბოლო ორი თვის განმავლობაში “შტუტგარტს” სწორედ სტევენსი ხელმძღვანელობდა და გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ახლა მას იგივე ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს, ვინაიდან 12 ტურის შემდეგ მოპოვებული 2 გამარჯვებით შტუტგარტელები სატურნირო ცხრილის ბოლოში არიან.

0.110734