ჭადრაკი

18:44 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისი დავით ჩირაძის მემორიალს მასპინძლობს

25 ნოემბერს, ქუთაისში, ცნობილი მწვრთნელის, ქუთაისში საჭადრაკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის დავით ჩირაძის სახელობის მემორიალი გაიხსნა 8, 10, 12, 14 და 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობას მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა უმასპინძლებს.

8 და 10 წლამდელები გუნდურში, ხოლო 12, 14 და 16 წლამდელები ერთეულთა შორის იასპარეზებენ. პირველი ტურის პარტიები 26 ნოემბერს გაიმართება. გუნდურში პარტიები 13:00, ხოლო ერთეულთა შორის 15:00 საათზე დაიწყება.

მემორიალის საპრიზო ფონდი 5 ათასი ლარია. ასპარეზობის ორგანიზატორები არიან ქალაქ ქუთაისის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია.

0.129371