ფეხბურთი

16:40 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები მე-3 კალათაში მოხვდნენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ევრო-2015-ის ელიტრაუნდის კენჭისყრის წინ C (მე-3) კალათაში მოხვდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საქართველოსთან ერთად კალათაში მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ხორვატია, პოლონეთი, დანია, ბელგია და სერბეთი არიან.

დანარჩენი კალათები ასე გამოიყურება:

A კალათა: ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ჩერნოგორია.

B კალათა: ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი, ირლანდია.

D კალათა: ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, შოტლანდია.

კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება და თბილისის დროით 14:20 საათზე დაიწყება. ნაკრებები 7 ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოში – 4-4. ელიტრაუნდიდან საბერძნეთში 2015 წლის 6-დან 15 ივლისამდე გასამართ ფინალურ ეტაპზე ჯგუფში გამარჯვებულები გავლენ, რომლებსაც ტურნირის მასპინძლები დაემატებიან.

უეფას გადაწყვეტილებით ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთი და უკრაინა ერთად არ მოხვდებიან.

0.136693