ჩოგბურთი

1:08 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დაბრუნებას წლის ბოლოს გეგმავს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ანდრიაში გამართული 35-ათასიანი ჩელენჯერის ფინალში ითამაშა, თუმცა, მატჩის დასრულება ტრავმის გამო ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა განმარტება “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

“მეგობრებო ძალიან ვწუხვარ. ყველაფერი გავაკეთე, რომ ფინალი ბოლომდე მეთამაშა, მაგრამ როგორც ვგრძნობ, ტრავმა სერიოზულია. ამ წელს ეს უკვე მესამე ტრავმაა. გმადლობთ, გულშემატკივრობისთვის და ტკბილი წერილებისთვის. შევეცდები, შემდეგი ტურნირი დოჰაში ვითამაშო და შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობაც დაიწყება”.

ცნობისთვის, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილი ტურნირი 30 დეკემბერს აიღებს სტარტს, მისი საპრიზო ფონდი კი, 1 096 910 დოლარია. ცხადია, ბასილაშვილი, რომელმაც განახლებულ რეიტინგში 192-ე ადგილზე გადაინაცვლა, ძალებს საკვალიფიკაციო ბადეში სცდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115605