ჩოგბურთი

0:18 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ისევ ანტალიურ ტურნირში ჩაებნენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში რჩებიან და მორიგ 10-ათასიან ტურნირში ჩაებნენ.

ერთულთა ტურნირში გორგოძე პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ჯაედა დანიელს ეთამაშება. კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ეკატერინა ლავრიკოვას გაეჯიბრება მე-6 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია.

წყვილებში გორგოძეს და ქვაცაბაიას მე-3 განთესვა გააჩნიათ და უკრაინელ კირპოტს ჰოლანდიელ ვიკერინკს 6:4, 6:4 სძლიეს, რისი წყალობითაც მეოთხედფინალში გააღწიეს.

0.111322