რაგბი

22:14 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიასთან ჩამორჩენა ისევ შემცირდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 23 ნოემბერს იაპონიის 35:24 ძლევით მსოფლიო რეიტინგში მონაგარს 1,36 ქულა შემატა, მე-15 ადგილი შეინარჩუნა და იტალიასთან ჩამორჩენა 0,43 ქულამდე შეამცირა.

ნოემბრის ტესტ-მატჩების შედეგად, რომლის დროსაც ქართველები ტონგასთან და ირლანდიასთან (რეიტინგზე არ უმოქმედია) დამარცხდნენ, ხოლო გიორგობა დღეს იაპონიას აჯობეს, სარეიტინგო ნამატი 0,3 ქულით გაიზარდა და შესაბამისად, იტალიასთან ჩამორჩენა შემცირდა. იტალიელები გასულ შაბათს სამხრეთ აფრიკასთან 6:22 დამარცხდნენ, მაგრამ ეს მათ რეიტინგზე არ ასახულა.

ვარდნას განაგრძობს ავსტრალიის ნაკრები, რომელიც ირლანდიასთან 23:26 მარცხის შემდეგ სარეკორდოდ დაბალ, მე-5 პოზიციამდე დაეშვა. ინგლისს სამოას 28:9 ძლევამ არაფერი შესძინა, მაგრამ ქულები ავსტრალიამ დაკარგა და 2003 წლის შემდეგ (როდესაც რეიტინგის სისტემა ამუშავდა) ყველაზე დაბალ საფეხურზე დაეშვა. მართალია უელსის 34:16 დამარცხებამ უქულოდ ჩაიარა ახალი ზელანდიისთვის, მაგრამ ის კვლავ რეიტინგლიდერია. მიუხედავად მარცხისა, უელსი ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამის მიზეზი საფრანგეთის მარცხი გახდა - 13:18 არგენტინასთან. სამხრეთამერიკელები მე-9 ადგილზე დარჩნენ, თუმცა შოტლანდიასთან ჩამორჩენა შეამცირეს.

სქოთებმა ნოემბრის ტესტებზე ქართველთა მძლეველი ტონგა 37:12 დაამარცხეს, მე-8 ადგილი შეინარჩუნეს, კუნძულელებმა კი მე-12 ადგილი დაკარგეს. მიუხედავად მარცხისა წინ წაიწია და ათეულში დაბრუნდა სამოა. ამის მიზეზი საქართველოს ნაკრები გახდა, რომელმაც იაპონიას ქულები დააკარგვინა. მონაგარს მცირედი ქულები შემატა, ტონგას მარცხით ისარგებლა და წინ წაიწია ფიჯის ნაკრებმა.

ფიჯელებმა აშშ 20:14 დაამარცხეს, მაგრამ ამერიკელებმა მე-16 საფეხური შეინარჩუნეს. სამაგიეროდ ერთი ადგილით დაქვეითდა მათი მეზობელი კანადა, რომელსაც რუმინეთმა 18:9 აჯობა და ადგილი გაუცვალა. მოწინავე გუნდებში ერთი ადგილით წინ წაიწია პორტუგალიამ, რომელმაც ლისაბონში მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქე ნამიბია 29:20 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ნამიბია ერთადერთი გუნდია, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს და ამავდროულად, რეიტინგში 20-ეულს მიღმაა. მარცხის შედეგად ის სწორედ პორტუგალიას ჩამორჩა და 23-ე პოზიციამდე დაიხია.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) მსოფლიო რეიტინგი 24 ნოემბრისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 93,70

2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,93

3 (3). ირლანდია 85,48

4 (5). ინგლისი 84,21

5 (4). ავსტრალია 83,59

6 (7). უელსი 79,94

7 (6). საფრანგეთი 79,66

8 (8). შოტლანდია 78,78

9 (9). არგენტინა 78,23

10 (11). სამოა 75,39

11 (10). იაპონია 74,70

12 (13). ფიჯი 74,57

13 (12). ტონგა 74,12

14 (14). იტალია 71,19

15 (15). საქართველო 70,76

16 (16). აშშ 67,61

17 (18). რუმინეთი 67,38

18 (17). კანადა 66,83

19 (19). რუსეთი 64,12

20 (20). ურუგვაი 63,58

21 (21). ესპანეთი 60,65

22 (23). პორტუგალია 58,56

23 (22). ნამიბია 58,27

24 (24). კორეა 57,22

25 (25). გერმანია 56,32

26 (26). ზიმბაბვე 55,83

27 (27). ჰონკონგი 55,79

28 (28). მოლდოვა 55,38

29 (29). ჩილე 54,54

30 (30). ბელგია 54,50

31 (31). კენია 53,25

32 (32). უკრაინა 52,33

33 (33). ჰოლანდია 52,25

34 ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144149