თამაშგარე

11:30 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩის ცოლმა ორიგინალური ვარცხნილობა დააანონსა

თუკი ყველაფერი კარგად იქნა და ბრიტანეთის კუნძულს შტორმი და უბედურება არ დაატყდა თავს, დაახლოებით ერთ თვეში, ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის სკანდალისტი ცოლი, ები კლენსი ახალი და ორიგინალური ვარცხნილობით გააკვირვებს საზოგადოებას.

ებიმ ბრიტანულ ბულვარულ მედიას განუცხადა, რომ მეგობართან სანაძლეო აქვს წაგებული და იძულებულია დაახლოებით ერთი თვის თავზე, სილამაზის სალონს ესტუმროს და თმის ვარცხნილობა არც მეტი, არც ნაკლები, ქალის სარცხვენელის ფორმაზე შეაჭრევინოს.

ები კლენსის არ უთქვამს ვინ არის მისი ესოდენ უცნაური და ეპატაჟური მეგობარი, მსგავსი სანაძლეო რომ დადეს, თუმცა იმას კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობით კეთდება და ამის შესახებ მისმა ბურთის მგორებელმა მეუღლემაც იცის, მართლაც რომ საღოლ პიტერ კრაუჩის გაძლებას!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136233