კალათბურთი

5:52 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო, “ლაბორალ კუჩა” ბადალონაში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ბადალონას “ხუვენტუტს” ესტუმრა და 82:83 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 25:32 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

თორნიკემ 10-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ლატვიელი ლეგიონერი დავის ბერტანსი იყო, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 19 ქულა დააგროვა.

“ლაბორალ კუჩამ” 3 მოგებით და 5 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს, “იბეროსტარ ტენერიფესთან” ჩაატარებს. მანამდე, 27 ნოემბერს, ევროლიგის ეგიდით, პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდება.

0.134099