ფეხბურთი

5:03 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მადონინაში” მშვიდობიანად გაიყარნენ

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. გამორჩეული დაპირისპირება, მილანური დერბი ფრედ დასრულდა, “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ხოლო “პარმამ” მე-10 შეხვედრაში განიცადა უკვე მარცხი. და მაინც, ტურის ყველაზე გამორჩეული მომენტი უდინეში დაფიქსირდა, სადაც 37 წლის ტოტო დი ნატალემ კალჩოში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა რაღა თქმა უნდა, მილანური დერბი გახლდათ, იგივე, დერბი “დელა მადონინა”. მიმდინარე სეზონს მილანური გრანდები ცუდად ატარებენ და ორივე გუნდის გულშემატკივრები ამ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებას ითხოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ მატჩში “ინტერის” თავკაცის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, დებიუტი ჰქონდა რობერტო მანჩინის, რომელმაც გუნდი 10 დღის წინ ჩაიბარა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ისეთი მაღალი კლასის თამაში მაინც არ გამოდგა, როგორსაც ეს ორი გუნდი წლების წინ სთავაზობდა ქომაგებს. ანგარიში მატჩის 23-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გატანილი გოლი კი მართლაც ფანტასტიური გამოდგა, სტეფან ელ შაარავიმ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ჟერემი მენეზმა მახვილგონივრულად და ერთი შეხებით დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორიც შეიქნა. მეორე ტაიმში “ინტერნაციონალემ” ზეწოლა გააძლიერა და 61-ე წუთზე ჟოელ ობიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ფიზიკურ ორთაბრძოლაში მაიკლ ესიენი დაჩაგრა და დიეგო ლოპესს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და “მადონინაც” მშვიდობიანად დასრულდა.

მე-12 ტურის კვირის სათამაშო დღე კი ტურინში გამართული მატჩით გაიხნსა, რომელშიც “ტორინომ” “სასუოლო” მიიღო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმართა ფორვარდმა ანტონიო ფლორო ფლორესმა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიტანა. იტალიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი კარგად შეაგება და ჟან ფრანსუა ჟილეს აუღებელი დაურტყა. “სასუოლომ” ამ გამარჯვებით მე-15 ქულა მოიპოვა და მე-11 ადგილზე აინაცვლა, ხოლო “ტორინო” მე-15 ადგილზეა 12 ქულით.

ვერონაში ადგილობრივმა გუნდმა ფლორენციის “ფიორენტინა” მიიღო. მიმდინარე სეზონს ორივე გუნდი არადამაჯერებლად ატარებს და ამიტომაც 3 ქულის ფასი დიდი იყო. ანგარიში მე-16 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან “იებმა” კუთხური კარგად გაითამაშეს და არგენტინელმა გონსალო როდრიგესმა ანგარიში გახსნა. “ვერონამ” სტატუსქვო ტაიმის მიწურულს აღადგინა. ვეტერანმა ლუკა ტონიმ მოედნის ცენტრში იბრძოლა და შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ნიკო ლოპესი გაიყვანა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და – 1:1. მეორე ტაიმში მონტელას გუნდმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა, 62-ე წუთზე მარკოს ალონსომ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ხუან კუადრადომ ყველას დაასწრო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.

მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “სამპდორია” “ჩეზენას” ესტუმრა და სახლში ქულით დაბრუნდა (1:1). ანგარიში მასპინძელთა მცველმა სტეფანო ლუკინიმ გახსნა. “სამპდორიას” ყოფილმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. გენუელებმა წონასწორობა მატჩის დასრულებამდე 13 წუთით აღადგინეს და მათ ამაში მასპინძელთა ფეხბურთელი ნიკა დაეხმარა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა.

“პარმას” კრიზისი ისევ გრძელდება. ამჯერად “ჯალობლუმ” საკუთარ მოედანზე “ემპოლისთან” წააგო უშანსოდ 0:2. სტუმრებმა თითო ტაიმში, თითო გოლი გაიტანეს სახლში 3 ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. ეს მარცხი კი შესაძლოა ყველაზე ძვირად პარმეზანელთა თავკაც რობერტო დონადონის დაუჯდეს.

საინტერესო მატჩი გაიმართა ნეაპოლში. სტადიო “სან პაოლოზე” “ნაპოლიმ” “კალიარის” უმასპინძლა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ორბურთიანი უპირატესობისა, მატჩი მაინც ვერ მოიგო. მასპინძლები მე-11 წუთზე გონსალო იგუაინმა დააწინაურა, რომელიც მეკარე კრანიოსთან პირისპირ დარჩა და ადვილად გაიტანა. ორამდე სხვაობა შვეიცარიელმა გოქან ინლერმა გაზარდა. ინლერმა შორი მანძილიდან გაიტანა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბურთი სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო. ზემანის შეგირდებმა ერთი ბურთის გაქვითა პირველივე ტაიმში შეძლეს. “კალიარის” მრავალსვლიანი კომბინაცია კოლუმბიელმა იბარბომ დააგვირგვინა. მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, როცა ფარიასმა ანგარიში კარგად გათამაშებული სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაათანაბრა. 62-ე წუთზე რაფა ბენიტესის შეგირდებმა წინ გასვლა ისევ მოახერხეს, დე გუზმანმა კრისტიან მაჯოს ჩაწოდების შემდეგ, თავით დიდოსტატურად დაარტყა. მიუხედავად ამისა, სტუმრები მაინც არ გატყდნენ. 67-ე წუთზე კალიდუ კულიბალის ბურთი ვიქტორ იბარბომ მოპარა და საგოლე გადაცემა ფარიასს გაუკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

დღის კიდევ ერთი მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც “უდინეზემ” “კიევო” მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. მასპინძლები ვეტერანმა ტოტო დი ნატალემ ტაიმის ბოლო წუთზე დააწინაურა. ამ გოლით ვეტერანი ფორვარდი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. საქმე იმაშია, რომ დი ნატალემ სერია A-ში მე-200 გოლი გაიტანა. “უდინეზემ” კაპიტანს საჩუქარი ვერ გაუკეთა და მატჩის მიწურულს გოლი გაუშვა. ანგარიში რადოვანოვიჩმა გაათანაბრა, რომელმაც 25 მეტრიდან მასპინძელთა მეკარე კარნეზისს აუღებელი დაურტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“ტორინო” – “სასუოლო” 0:1 (0:0)

ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ტორინო” (3-5-1-1): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ვივესი (ნოჩენირო 46), გაცი, მინო სანჩესი (ფარნერუდი 46), ელ კადური; პერესი (მარტინესი 90); კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ბრიგი (ტაიდერი 84); ბერარდი, ძაძა (ფლორო ფლორესი 74), სანსონე (ფლოკარი74)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 ფლორო ფლორესი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11(6) - 13(5), ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:4, გაფრთხილებები: 2:3

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ჩეზენა” - “სამპდორია” 1:1 (0:0)

ჩეზენა, “დინო მანუცი”

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; მაძოტა, ლუკინი, პერიკო (ნიკა 74), კაპელი (ვოლტა 58); ჯორჯი, კარბონერო, კაშონე; ბრიენცა (ჯურიჩი 83); ალმეიდა, დეფრელი

მწვრთნელი: პიერპაოლო ბიზოლი

“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვესტრი, გასტალდელო, სილვესტრე, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, სორიანო; გაბიადინი (სანსონე 72), ოკაკა, ედერი (ბერგესიო 80)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ლუკინი (60), 1:1 ნიკა (საკ.კარში 77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 20 (8), ბურთის ფლობა: 44%-56%, კუთხურები: 4:4, გაფრთხილებები: 2:0

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ვერონა” - “ფიორენტინა” 1:2 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი; ობადი (კამპანარო 9), ჰალფრედსონი (ლაზაროსი 71), ტაკჩიდისი (სავიოლა 81); იონიტა, ტონი, ლოპესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ფიორენტინა” (3-5-1-1): ნეტო; როდრიგესი, სავიჩი, ბასანტა; კუადრადო, ბორხა ვალერო, პიზარო, მატი ფერნანდესი, ალონსო (ვარგასი 63); ხოაკინი (ბაბაკარი 77); გომესი (კურტიჩი 82)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 როდრიგესი (16), 1:1 ლოპესი (39), 1:2 კუადრადო (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) - 14 (7), ბურთის ფლობა: 37%-63%, კუთხურები: 6:10, გაფრთხილებები: 2:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

“პარმა” - “ემპოლი” 0:2 (0:1)

პარმა, “ენიო ტარდინი”

“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; სანტაკროჩე (პოცი 83), ფელიპე, კოსტა; რისტოვსკი (პალადინო 58), გალოპა (მაური 58), ლოდი, აკქუა, გობი; ბელფოდილი, კასანო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი (ბარბა 59); ვალდიფიორი, კროჩე, ვეკინო; ვერდი (ლაქსალტი 73); მაკარონე, ტავანო (პუჩიარელი 78)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ვეკინო (45), 0:2 ტავანო (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) - 7 (6), ბურთის ფლობა: 53%-47%, კუთხურები: 6:10, გაფრთხილებები: 4:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ნაპოლი” - “კალიარი” 3:3 (2:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ენრიკე, კულიბალი, გულამი; ინლერი (ლოპესი 63), გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი (ბრიტოსი 82); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ჩეპიტელი, როსეტინი, ბალცანო, პიზანო (კაპუანო 82); კრესეტიჯი, ეკდალი, დესენა (დონსა 77); კოსუ, ფარიასი, იბარბო (რანგელი 90)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 იგუაინი (11), 2:0 ინლერი (30), 2:1 იბარბო (38), 2:2 ფარიასი (47), 3:2 დე გუზმანი (62), 3:3 ფარიასი (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) - 11 (8), ბურთის ფლობა: 62%-38%, კუთხურები: 6:4, გაფრთხილებები: 1:2

მსაჯი: დინო ტომაზი

“უდინეზე” - “კიევო” 1:1 (1:0)

უდინე, “ფრიული”

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; პირისი (ფერნანდესი 76), დანილი, ჰეტრო, დომიცი; ალანი, ბადუ (ვიდმერი 70), გილერმე; პინცი (ძაპატა 83); დი ნატალე, ტერო

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, გამბერინი, ძუკანოვიჩი; სკელოტო (ბელომო 59), იცკო, რადოვანოვიჩი, ბირსა (კოფიე 87); პელისიერი (მაქსი ლოპესი 66), პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 დი ნატალე (45), 1:1 რადოვანოვიჩი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 14 (5), ბურთის ფლობა: 52%-48%, კუთხურები: 3:5, გაფრთხილებები: 3:2

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“მილანი” - “ინტერი” 1:1 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“მილანი” (4-2-3-1): დიეგო ლოპესი; რამი, ძაპატა, მექსე, დე შილიო; მუნტარი (პოლი 76), ესიენი; ბონავენტურა, მენეზი, ელ შაარავი; ტორესი (ჰონდა 73)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, დოდო; ობი (ერნანესი 72), გუარინი, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი (მ’ვილა 90); პალასიო, იკარდი (ოსვალდო 89)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 1:0 მენეზი (23), 1:1 ობი (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) - 6 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:4 გაფრთხილებები: 2:2

მსაჯი: მარკო გუიდა

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი. ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8. Aნტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 7. მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7. გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7.

თეგებისერია A
0.112413