ფეხბურთი

23:27 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონელთა დღე

ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღეს ლონდონელთა დომინირებით წარიმართა.

“კრისტალ პალასმა” შინ კრიზისში მყოფი “ლივერპული” მიიღო და უქულოდ გაუშვა “ენფილდზე”. სტუმართათვის შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და მე-2 წუთზე ადამ ლალანას შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში რიკი ლამბერტმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ “არწივები” ძალიან გააქტიურდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბოლასი, რომელსაც აწიოკებული ჰყავდა სტუმართა მცველები. მე-17 წუთზე ბოლასიმ შორიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას გაილმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. პირველ ნახევარში მასპინძლებს ორი მომენტი ჰქონდათ, გატანასთან ახლოს კვლავ ბოლასი იყო, მაგრამ არ გაუმართლა.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი “ლივერპულმა” შექმნა. გატანა მარტინ შკრტელს შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. 78-ე წუთზე კი, კვლავ ბოლასიმ გაიბრწყინა, რამდენიმე მეტოქეს გაუსწორდა და ლედლის გაატანინა, ხოლო მატჩის საბოლოო წერტილი იედინაკმა შესანიშნავი საჯარიმოთი დასვა – 3:1.
“ლივერპულმა” ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციამდე დაეშვა.

ძალიან გაუჭირდა ლონდონის “ტოტენჰემს”, რომელიც პირველ ტაიმში “ჰალ სიტიმ” აშკარად დაჩაგრა. ანგარიში მე-8 წუთზე ყოფილმა ლონდონელმა ლივერმორმა გახსნა შორეული დარტყმით. “ვეფხვები” შეტევებს განაგრძობდნენ და ერთწუთიან მონაკვეთში იელავიჩსა და ბენ არფას შეეძლოთ გატანა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლათ. მასპინძლებს კიდევ რამდენიმე მომენტი გქონდათ შესვენებამდე.
მოედანზე ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 50-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო გასტონ რამირესი გააძევეს მინდვრიდან. აქედან მოყოლებული სტუმრები დომინირებდნენ და 61-ე წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა. ერიკსენის საჯარიმო მაკგრეგორმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჰარი კეინი გაჩნდა და ანგარიში გაათანაბრა. კარგი მომენტები შეექმნათ სოლდადოსა და კეინს, თუმცა “დეზები” წინ ვერ გაიყვანეს. სამაგიეროდ, შესანიშნავად ითამაშა კრისტიან ერიკსენმა და შეხვედრის ბოლო წუთზე შორეული დარტყმით 3 ქულა მოუპოვა თავის გუნდს.
“ტოტენჰემმა” 17 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციამდე აღზევდა.

კრისტალ პალასი – ლივერპული 3:1 (1:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დელანი (ჰანგელანდი 36), დანი, იარდი, კელი, ლედლი, იედინაკი, პანჩონი (მაკარტური 76), ბოლასი (ბენანი 86), შამახი, გაილი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ლივერპული (4-2-3-1): მონოლე, შკრტელი, ლოვრენი, მანკილიო, ჯონსონი, ალენი (ჩანი 74), ჯერარდი, სტერლინგი, კოუტინიო, ლალანა (ბორინი 72), ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 ლამბერტი (2), 1:1 გაილი (17), 2:1 ლედლი (78), 3:1 იედინაკი (81).
გაფრთხილებები: ჰანგელანდი – შკრტელი, მანკილიო
მსაჯი: ჯონათან მოსი

ჰალი – ტოტენჰემი 1:2 (1:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-2-3-1): მაკგრეგორი, დოუსონი, დევისი, რობერტსონი, ელმოჰამედი, ჰადლსტოუნი (როსენიორი 64), ლივერმორი, რამირესი, ბენ არფა (მეილერი 57), ბრედი (ქუინი 87), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, დაიერი (კირიკეში 46), დევისი, დემბელე (ლენონი 59), მეისონი, ერიკსენი, კეინი, ლამელა, სოლდადო (პაულინიო 79).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ლივერმორი (8), 1:1 კეინი (61), 1:2 ერიკსენი (90).
გაფრთხილებები: ლივერმორი, ჰადლსტოუნი, რობერტსონი – დაიერი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

0.120872