ფეხბურთი

23:21 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები გასავარდნ ზონაში

ბუნდესლიგის ცხრილის ქვედა ნაწილს რომ ჩახედავთ, მართლაც საოცარ სურათს დაინახავთ: ბოლო ოთხ ადგილზე ისეთი გუნდები არიან, არც ტრადიცია რომ დაეწუნებათ და არც ფინანსური შესაძლებლობები. ბოლო სამ ადგილზე კი ის გუნდები არიან, ბოლო 10 წლიწადში ბუნდესჩემპიონობა რომ მოუპოვებიათ: "დორტმუნდი", "ვერდერი" და "შტუტგარტი".

ბოლოდან მეოთხეზე გადავიდა "ჰამბურგი", რომელმაც "ბრემენელ მუსიკოსებს" დაგვიანებული გოლებით მოუგო: ჯერ ლატვიელმა არტიომს რუდნევსმა გახსნა ანგარიში, ბოლოს კი ჰამბურგელთა კონტრშეტევის შემდეგ, "ვერდერის" მეკარე ვოლფს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.

"შტუტგარტს" ისევ ცუდი სერია აქვს, არადა, ერთი პერიოდი, გუნდმა ზედიზედ სამი წაუგებელი მატჩი ჩაატარა. არმინ ფეს გუნდი შინ 0:1 დამარცხდა "აუგსბურგთან", შეხვედრის საკვანძო მომენტი კი 27-ე წუთზე დადგა, როცა შტუტგარტელი შვააბი გააძევეს.

"აუგსბურგს" უპირატესობა ჰქონდა და მეორე ტაიმში გარდასახა გოლად, კერძოდ, ჰოლანდიელმა ვერჰაეგმა პენალტი გაიტანა. აუგსბურგელები მეექვსე ადგილზე არიან.

ჰამბურგი-ვერდერი 2:0 (0:0)

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ჰოლტბი (რუდნევსი 66), ნიკო მიულერი (გიოტცი 81), ვან დერ ვაარტი (არსლანი 86), გუაიდა, ლასოგა

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გალვესი, გარსია, ლუკიმია, ბარტელსი, ჰაიროვიჩი (მაკიადი 56), ფელიქს კროოსი, იუნუზოვიჩი, გაბრე სელასი (ელია 88), პეტერსენი (ზელკე 70)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 1:0 რუდნევსი (8), 2:0 ვოლფი (90+2 ავტოგოლი)

გაფრთხილება: გარსია (20), დიკმაიერი (32), ვესტერმანი (36), ვან დერ ვაარტი (62), ოსტრჟოლეკი (80), მაკიადი (88), ფრიტცი (89, 89), ბარტელსი (90+1)

გაძევება: ფრიტცი (89)

მსაჯი: ცვაიერი

შტუტგარტი-აუგსბურგი 0:1 (0:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტი, რიუდიგერი, შვააბი, გენტნერი, ჰლუშეკი, ლეიტნერი (სარარერი 76), ორიოლი, გინჩეკი (კლაინი 31), ჰარნიკი (ტიმო ვერნერი 76), კოსტიჩი

მწვრთნელი: არმინ ფე

აუგსბურგი: ჰიტცი, რაჰმან-ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი (ჰონგი 83), ტობიას ვერნერი (კაიუბი 88), ალტინტოპი, ბობადილია, მოლდერსი (ჯურიჩიჩი 60)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 0:1 ვერჰაეგი (73 პენ)

გაფრთხილება: შვააბი (21), ვერნერი (31), ორიოლი (52), ფოილნერი (60), ლეიტნერი (63), ვერჰაეგი (76)

გაძევება: შვააბი (27)

საჯი: კინჰოფერი

0.161479