ფეხბურთი

16:46 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: ამ წვეულებაში ძალით დაგვპატიჟეს

"სევილიის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბარსელონასთან" ანგარიშით 1:5 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ანდალუსიელებს სულაც არ უნდოდათ, რომ ლეო მესის პრიმერა დივიზიონის რეკორდი მათთან მატჩში დაემყარებინა.

"ჩვენ არ გვინდოდა, ამ წვეულების სტუმრები ვყოფილიყავით, მაგრამ მაინც მიგვაღებინეს მონაწილეობა. პირველი 45 წუთი დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თავდასხმაში კარგად ვერ გავისარჯეთ, ხოლო მეორე ნახევარში დაცვაც ჩაგვივარდა." - განაცხადა ემერიმ.

"ბარსელონა" - "სევილიის" მატჩში არგენტინელმა ლიონელ მესიმ ჰეთრიკი შეასრულა, ლეგენდარული ტელმო ზარას რეკორდი (251 გოლი) დაამხო და პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 253 გოლით. მატჩის შემდეგ მესის აღნიშნულ რეკორდთან დაკავშირებით ზეიმი მოუწყვეს.

0.102232