კალათბურთი

15:27 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდმა” ზედიზედ მეოთხედ წააგო (+ VIDEO)

ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიისას 9 მატჩი გაიმართა.

დევიდ ბლატის “კლივლენდ კავალიერსი” შინ “ტორონტო რეპტორსთან” 93:110 დამარცხდა. ლებრონმა და მისმა თანაგუნდელებმა პირველ პერიოდში 34:21 იმარჯვეს, თუმცა შემდგომ 3 პერიოდში ეს უპირატესობა გაანიავეს და ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნიეს, “ტორონტომ” კი მიყოლებით მე-4 თამაში მოიგო. ჯეიმსმა გუნდს 15 ქულა და 10 პასი შესძინა. “მეფემ” 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 1 სამქულიანი მოათავსა კალათში და 3-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. კანადური კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება, ამავე კონფერენციაში “კლივლენდი მე-7 ადგილს იკავებს.

“ჰიუსტონ როკეტსმა” საკუთარ დარბაზში “დალას მავერიქსს” 95:92 მოუგო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო წამებზე “დალასს” შანსი ჰქონდა, მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანა. ჯერ მონტა ელისმა ესროლა სამქულიანი, შემდეგ ჩენდლერ პარსონსმა, ვერც ერთმა ვერ ჩააგდო და დალასმა მოგებების სერია შეწყვიტა - ამ მატჩამდე “მავერიქსს” ზედიზედ ექვსჯერ გაემარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ 32 ქულით და 8 მოხსნით. დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონი მესამე ადგისლ იკავებს, “დალასი” მეხუთეს.

“სან ანტონიომ” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, ჩემპიონებმა “ბრუკლინ ნეტსს” 12-ქულიანი სხვაობით აჯობეს 99:87. გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა პირველ ორ პერიოდში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და მატჩი ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოიგეს. “სან ანტონიო” დასავლეთ კონფრენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

“ნიუ ორლეან პელიკანსმა” ენტონი დევისის გასაოცარი თამაშის წყალობით, გასვლით მატჩში “იუტა ჯაზი 106:94 დაამარცხა. ამერიკის ეროვნული ნაკრების და “ნიუ ორლეანის” ცენტრმა ენტონი დევისმა გუნდს 43 ქულა და 14 მოხსნა შესძინა. დევისმა 23-დან 16 ორქულიანი ჩააგდო და 12-დან 11 საჯარიმო გამოიყენა. ასევე კარგი თამაში გამოუვიდა “იუტას” ფორვარდ გორდაინ ჰაივორდს, რომელმაც გუნდს 31 ქულა მოუტანა.

“ინდიანა პეისერსი” – ფინიქს სანსი” 83:106 (27:30. 21:25, 16:25, 19:26)

“ინდიანა”: სტაკერი (14 ქ. 6 მ.), ჰილი (13 ქ. 6 მ.), მაინმი (12 ქ. 10 მ.), კოპლენდი (8 ქ.), ალენი (8 ქ.), სლოანი (8 ქ.), ჰიბერტი (2 ქ.), სკოლა (1 ქ.)

“ფინიქსი”: გრინი (23 ქ.), ტომასი (16 ქ.), მარკიეფ მორისი (13 ქ. 6 მ.), გ. დრაგიჩი (11 ქ.), ტოლივერი (11 ქ.), ბლედსოუ (9 ქ. 9 მ.), მარკუს მორისი (6 ქ.), ლენი (6 ქ.), ტაკერი (5 ქ.), პლამლი (4 ქ. 8 მ.)

“ორლანდო მეჯიქი” – “მაიამი ჰიტი” 92:99 (18:22, 28:27, 21:19, 25:31)

“ორლანდო”: ვუჩევიჩი (33 ქ. 17 მ.), ოლადიპო (14 ქ.), ფურნიე (11 ქ. 6 მ.), ფრაი (9 ქ.), ფეიტონი (9 ქ.), გორდონი (7 ქ.), დედმონი (7 ქ.), ჰარკლესი (2 ქ.)

“მაიამი”: ბოში (32 ქ. 10 მ. ), ჩელმერსი (24 ქ. 8 პ.), ნაპიერი (12 ქ.), უილიამსი (10 ქ.), დენგი (9 ქ.), ბრაუნი (7 ქ.), ანდერსონი (5 ქ.)

“კლივლენდ კავალიერსი” – “ტორონტო რეპტორსი” 93:110 (34:21, 20:35, 17:29, 22:29)

“კლივლენდი”: ლავი (23 ქ. 7 მ.), ირვინგი (21 ქ. 6 პ.), ჯეიმსი (15 ქ. 10 პ.), ვარეჟაო (13 ქ. 12 მ.), ტომპსონი (11 ქ. 7 მ.), ვეიტერსი (6 ქ.), მერიონი (2 ქ. 6 მ.), მილერი (2 ქ.)

“ტორონტო”: უილიამსი (36 ქ.), ლოუვრი (23 ქ. 8 პ.), დეროზანი (20 ქ. 5 მ.), ვალანჩუნასი (8 ქ.), ვასკესი (7 ქ.), ჯონსონი (6 ქ.), პატერსონი (5 ქ. 6 მ.), როსი (2 ქ.)

“ნიუ იორკ ნიქსი” – “ფილადელფია” 91:83 (25:13, 21:26, 25:15, 20:29)

“ნიუ იორკი”: ენტონი (25 ქ. 7 მ.), სტაუდმაიერი (16 ქ. 11 მ.), ეისი (10 ქ. 5 მ.), პრიჯიონი (8 ქ.), შამპერტი (7 ქ.), დალამბერტი (6 ქ. 7 მ.), სმიტი (6 ქ.), ჯ. რ. სმიტი (6 ქ.), კალდერონი (3 ქ. ), ჰარდევეი (2 ქ.)

“ფილადელფია”: ნოელი (17 ქ. 12 მ.), კოვინგტონი (14 ქ.), ტომპსონი (10 ქ.), კარტერ-უილიამსი (9 ქ. 4 მ.), მაკდენიელსი (8 ქ.), მბა ა მუტე (7 ქ.), სიმსი (6 ქ.), ვროტენი (5 ქ.), შვედი (3 ქ.)

“ჰიუსტონ როკეტსი” – “დალას მავერიქსი” 95:92 (29:29, 31:22, 17:17, 18:24)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (32 ქ. 8 მ.), ბევერლი (20 ქ. 5მ .), მონტეიუნასი (14 ქ. 12 მ.), პაპანიკოლაუ (8 ქ. 7 მ.), არიზა (7 ქ.), ტერი (7 ქ.), ბლექი (3 ქ.), გარსია (2 ქ.)

“დალასი”: ელისი (17 ქ. 6 მ.), ვრაიტი (14 ქ. 11 მ.), ჩენდლერი (13 ქ. 13 მ.), ნელსონი (11 ქ. 6 პ.), ნოვიცკი (11 ქ. 7 მ.), ჰარისი (9 ქ.), პარსონსი (8 ქ. 8 მ.), ბარეა (7 ქ.), ამინუ (2 ქ.)

“მინესოტა ტიმბერვულვზი” – “ საკრამენტო კინგზი” 101:113 (24:21, 28:27, 25:36, 24:29)

“მინესოტა”: ვიგინსი (29 ქ.), ბრიუვერი (14 ქ.), დიენგი (12 ქ.), უილიამსი (11 ქ. 12 პ.), ბადინგერი (11 ქ.), ბენეტი (10 ქ. 6 მ.), მუჰამადი (9 ქ.)

“საკრამენტო”: კაზინსი (31 ქ. 18 მ.), მაკლემორი (22 ქ. 9 მ.), კოლისონი (19 ქ. 7 პ.), გეი (14 ქ. 6 მ. 6 პ.), უილიამსი (12 ქ. 6 მ.), ლანდრი (6 ქ.), ტომპსონი (4 ქ.), კასპი (3 ქ.)

“მილუოკი ბაქსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 100:111 (28:21, 24:26, 18:27, 30:37)

“მილუოკი”: ნაითი (27 ქ. 6 პ.), ანტეტოკუნმპო (20 ქ.), ილიასოვა (13 ქ. 5 მ.), მეიო (10 ქ.), პარკერი (6 ქ.), ფაჩულია (6 ქ. 7 მ.), პარკერი (6 ქ.), დადლი (5 ქ.), ბაილესი (5 ქ.), მიდელტონი (3 ქ.)

“ვაშინგტონი”: პირსი (25 ქ. 10 მ.), ვოლი (19 ქ. 9 პ.), ბელი (17 ქ.), ჰამფრისი (12 ქ. 9 მ.), ბატლერი (8 ქ.), მილერი (8 ქ.), სერაფინი (5 ქ.), გუდენი (4 ქ.), ნენ (2 ქ.)

“სან ანტონიო” – “ბრუკლინ ნეტსი” 99:87 (25:18, 26:18, 28:28, 20:23)

“სან ანტონიო”: პარკერი (22 ქ. 7 პ.), ლეონარდი (21 ქ. 9 მ.), გრინი (21 ქ. 7 მ.), დიაო (10 ქ.), ბაინსი (10 ქ. 8 მ.), დანკანი (7 ქ. 10 მ.), ჯინობილი (5 ქ.),

“ბრუკლინი”: უილიამსი (24 ქ. 7 პ.), ტელეტოვიჩი (22 ქ. 8 მ.), ჯონსონი (12 ქ. 5 პ.), ლოპესი (6 ქ.), ჯეკი (6 ქ.), ჯორდანი (5 ქ.), პლამლი (3 ქ.), ბრაუნი (3 ქ.), ჯეფრსონი (2 ქ.), ანდერსონი (2 ქ.)

“იუტა ჯაზი” - “ნიუ ორლეან პელიკანსი” 94:106 (23:25, 17:32, 32:20, 22:29)

“იუტა”: ჰეივუდი (31 ქ. 8 მ.), ბარკი (20 ქ.), ფეივორსი (13 ქ. 11 მ.), ბუკერი (10 ქ.), კანტრი (8 ქ.), გობერტი (5 ქ.), ინგლესი (3 ქ.), ეკსამი (2 ქ.),

“ნიუ ორლეანი”: დევისი (43 ქ. 14 მ.), ჰოლიდეი (19 ქ. 9 პ.), ევანსი (9 ქ. 7 მ.), გორდონი (8 ქ.), რივერსი (8 ქ.), ანდერსონი (5 ქ. 6 მ.), აჟინცა (6 ქ.)

თეგებიNBA
0.114082