ფეხბურთი

15:07 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "სამი მცველით თამაში სწორი გადაწყვეტილება იყო"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პრემიერლიგის მე-12 ტურში ლონდონის "არსენალის" სტუმრად (2:1) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ დაცვის ხაზის ექსპერიმენტმა გაამართლა, თუმცა მომავალში ამას აღარ გამოიყენებს.

"მეთოფეების" წინააღმდეგ "წითელი ეშმაკების" დაცვის ხაზში მხოლოდ სამი ფეხბურთელი, ბლეკეტი, სმოლინგი და მაკნაირი იყო.

"არსენალს" მე-20 წუთზე რომ გაეტანა გოლი, მკითხავდნენ, რატომ მივყევი სამი მცველის სტრატეგიას, მაგრამ ახლა ამ ფაქტით ვხალისობ. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ სხვა შემთხვევაში იგივეს არ გავაკეთებ, რადგან სხვა ფეხბურთელებიც მყავს. მცველებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, ისინი ხომ ახალგაზრდები არიან. ვიმედოვნებ, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან და კონკურენციაც გაიზრდება." - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ "მანჩესტერმა" მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ლიდერ ლონდონის "ჩელსისთან" 13 ქულიანი ჩამორჩენა აქვს. მომდევნო მატჩი მანჩესტერელებს შინ, "ოლდ ტრაფორდზე", 29 ნოემბერს აქვთ "ჰალთან".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11378