ჩოგბურთი

14:49 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ანტალიაში წყვილთა ტურნირი მოიგო

ქართველი ეკატერინე გორგოძის და უკრაინელი ალიონა ფომინას მე-3 ნომრად განთესილი წყვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გორგოძემ და ფომინამ ფინალამდე 3 მატჩი სეტისწაუგებლად მოიგეს (მათ შორის, ნახევარფინალში, სოფო ქვაცაბაიასთან და გერმანელ კრისტინა შაკოვეცთან), გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოგება უბრძოლველად მიითვალეს.

საქმე ის გახლავთ, რომ მეტოქე წყვილის ერთ-ერთმა წევრმა ჩანტალ სკამლოვამ (სლოვაკეთი) ტრავმა მიიღო და საკუთარი სერბი მეგობარი ნატალია კოსტიჩიც დააღალატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116252