ფეხბურთი

11:37 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "რეკორდს გულშემატკივრებს ვუძღვნი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ 22 ნოემბერს პრიმერადივიზიონის მე-12 ტურის მატჩში "სევილიის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ესპანეთის ჩემპიონატში 253 გატანილი გოლი დაუგროვდა და ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამ მაჩვენებლით 27 წლის არგენტინელმა ლეგენდარულ ფეხბურთელ ტელმო ზარას (251 გოლი) რეკორდი დაამხო. მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"როდესაც ლა ლიგაში პირველი გოლი გავიტანე, ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ტელმო ზარას რეკორდს გავაუმჯობესებდი. ამ შედეგს მხარდაჭერის გარეშე ვერ მივაღწევდი და მინდა რეკორდი ჩემს გულშემატკივრებს მივუძღვნა. მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის. აგრეთვე მინდა მივუძღვნა რეკორდი იმ ხალხს, რომელიც დიდი ხანია, რაც გვერდში მიდგანან. თქვენ არასდროს დაგივიწყებთ." - განაცხადა მესიმ.

არგენტინელის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ადვილი სავარაუდოა, რომ იგი რეკორდს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111358