თამაშგარე

10:19 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ბატისტუტამ წიგნის წერა დაიწყო

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, საბოლოოდ მაინც აჰყვა მოდისა და თანამედროვეობის ფეხის ხმას და ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა გადაწყვიტა. არგენტინელი მეგოლე წიგნის წერას უკვე ერთი კვირაა, შეუდგა.

“ალბისელესტეს“ გოლეადორი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისი წიგნი შაბლონურად არ დაემსგავსება სხვა ფეხბურთელების წიგნებს და ყველანაირად ეცდება, რომ თავსგადამხდარი საფეხბურთო ამბების გარდა, მისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული ეპიზოდებიც გაიხსენოს.

როგორც გაბრიელ ომარ ბატისტუტა ირწმუნება, მას წიგნის დაწერა საფეხბურთო კარიერის დასრულებისთანავე სურდა, თუმცა საქმეების სიმრავლემ და პოლოს სიყვარულმა ამ განზრახვაზე დროებით ხელი ააღებინა. ახლა კი ბევრი თავისუფალი დრო აქვს და წერის სურვილმაც შეიპყრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118939