ჩოგბურთი

0:46 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონფისი გახარებულია, ფედერერი დაფიქრებული

გაელ მონფილსმა როჯერ ფედერერი 6:1, 6:4, 6:3 დაამარცხა და საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა დევისის თასის ფინალში ანგარიში გააყაიმა – 1:1. ნამატჩევს მონფილსი სიხარულს არ მალავდა, ფედერერი კი შედეგის კანონზომიერებაზე საუბრობდა.

“კორტზე გასვლის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა არნო კლემანმა დამამშვიდა. ამის შემდეგ მხოლოდ მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული. თამაში კარგად დავიწყე. იგივე ტაქტიკა ავირჩიე, რაც “როლან გაროსზე”, მაშინ ხომ ძალიან ახლოს ვიყავი ფედერერის დამარცხებასთან. მოხარული ვარ, ამდენი მაყურებელი რომ გავახარე”, - განაცხადა მონფილსმა.

“სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა, რაც ორივეს ჩვენთაგანს დამატებით სტიმულს გვაძლევდა. გაელმა ბრწყინვალედ ითამაშა და შეიძლება ითქვას, უშანსოდ დამტოვა. მადლობა შვეიცარელებს, რომლებიც ლილში ჩვენ საქომაგოდ ჩამოვიდნენ. რაც შეეხება წყვილთა შეხვედრას, გადაწყვეტილებას ჩვენი კაპიტანი სევერინ ლიუტი მიიღებს. არ მიყვარს წაგება, თუკი შანსი მომეცემა, ვიმედოვნებ ამგვარი რამ არ განმეორდება”, - ფედერერი დარწმუნებული არაა, რომ წყვილთა მატჩში მას დააყენებენ.

0.119728