ფეხბურთი

20:19 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ცენტრალურს მალტელები განსჯიან

ხვალ და ზეგ ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტური გაიმართება. 21 ნოემბერს ტურის ცენტრალურ შეხვედრას “თენგიზ ბურჯანაძეზე” მალტელი მსაჯები გაუძღვებიან. ზაზა ზამთარაძის “სამტრედია” “დილასთან” ერთად 21-21 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და მატჩი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, შეხვედრა ძალიან პრინციპულია. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მატჩს მალტელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მხოლოდ მეოთხე მსაჯი, გიორგი ყრუაშვილია, ადგილობრივი.

21 ნოემბერს სამტრედიაში ნომინალური მასპინძელი მარტვილის “მერანია,” რომლის მეტოქე ფოთის “კოლხეთი” იქნება. ასე რომ, იმერეთში მეგრული დერბი შედგება.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ქუთაისში 22 ნოემბერს გაიმართება. “ტორპედო” “ზესტაფონს” უმასპინძლებს და გია გეგუჩაძე ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით ქუთათურებმა ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში მარცხი იწვნიეს. “ტორპედო” 2 ნოემბერს შინ თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა, ხოლო შემდეგ 6 ნოემბერს გორში “სიონთან” დათმო თამაში.

“ზესტაფონი” მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო ქუთათურები მეათე ადგილს იკავებენ. “ზესტაფონმა” ბოლო პერიოდში შედეგი გამოასწორა და ძოძუაშვილის გუნდს რთული მატჩი ელის. თუმცა მასპინძლებზე ისიც უნდა ითქვას, უკანასკნელ მატჩში ყიფიანის თასზე გასვლით მატჩში “მერანი” რომ დაამარცხეს.

ჩემპიონი “დინამო” 5 ქულით უსწრებს გორის “დილას,” თუმცა მდგომარეობის კიდევ უფრო გასამყარებლად გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება.

ორდღიანი ტურის ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

21 ნოემბერი

“დილა” – “სამტრედია”

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე,” 14:00 საათი

მსაჯები: მარკო ბორგი, ინგმარ სპიტერი, ედვარდ სპიტერი, გიორგი ყრუაშვილი

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე “დილა”)

“მერანი” (მარტვილი) –“კოლხეთი” (ფოთი)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე,” 14:00 საათი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: შოთა ჯიქია (“კოლხეთი”)

“ვიტ ჯორჯია” (მცხეთა) – “მეტალურგი” (რუსთავი)

მცხეთა, “მცხეთა-პარკი,” 14:00 საათი

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. გაბისონია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი ღიბრაძე, მათე კვირკვია (ორივე “ვიტ ჯორჯია”), კონსტანტინე ხიზანეიშვილი (“მეტალურგი”)

“დინამო” (ბათუმი) – “სიონი” (ბოლნისი)

ქობულეთი, “ჩელე არენა,” 14:00 საათი

მსაჯები: ლ. სილაგავა, ბ. ჭიჭინაძე, დ.კვეტენაძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

22 ნოემბერი

“სპარტაკი” (ცხინვალი) – “შუქურა” (ქობულეთი)

თბილისი, მ. მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი, 14:00 საათი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ.ფიფია, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (“შუქურა”)

“ტორპედო” (ქუთაისი) – “ზესტაფონი”

ქუთაისი, “ცენტრალური სტადიონი,” 14:00 საათი

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ი.უკლება, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვალერი აბრამიძე (“ტორპედო”)

“ზუგდიდი” – “დინამო” (თბილისი)

ზუგდიდი, “ბაიას” ბაზა, 14:00 საათი

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ.ჩიგოგიძე, ი.მაჩიტიძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

“გურია” – “ჩიხურა” (საჩხერე)

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე,” 14:00 საათი

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, გ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი (“ჩიხურა”)

1.

დინამო თბილისი

12

8

2

2

23:9

26

2.

დილა

12

6

3

3

18:11

21

3.

სამტრედია

12

6

3

3

14:9

21

4.

სპარტაკი

12

6

2

4

12:18

20

5.

მერანი

12

5

3

4

11:9

18

6.

ჩიხურა

12

5

3

4

13:12

18

7.

ზესტაფონი

12

4

5

3

24:15

17

8.

დინამო ბათუმი

12

5

2

5

11:11

17

9.

მეტალურგი

12

4

4

4

15:14

16

10.

ტორპედო

12

3

6

3

13:12

15

11.

შუქურა

12

3

5

4

12:15

14

12.

გურია

12

3

5

4

12:20

14

13.

სიონი

12

3

3

6

11:17

12

14.

ვიტჯორჯია

12

3

2

7

11:14

11

15.

კოლხეთი

12

2

4

6

9:15

10

16.

ზუგდიდი

12

2

4

6

7:15

10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.1162