ფეხბურთი

18:42 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გომესი: “ოქროს ბურთი” კრიშტიანუ რონალდუმ ან მანუელ ნოიერმა უნდა მოიგოს”

“ფიორენტინას” ფორვარდი მარიო გომესი იმედოვნებს, რომ “ოქროს ბურთს” რომელიმე გერმანელი ფეხბურთელი მოიგებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს იოლი არ იქნება. 29 წლის თავდამსხმელი ამ ტიტულის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატებად კრიშტიანუ რონალდუს და მანუელ ნოიერს მიიჩნევს.

“რა თქმა უნდა, მსურს, რომ “ოქროს ბურთი” ჩემმა თანამემამულემ მოიგოს. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბოლო 7 წლის განმავლობაში იბრძვიან ამ პრიზისთვის. ვფიქრობ, რომ წელს “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ რონალდუ ან მანუელ ნოიერი მოიგებს”- გომესის სიტყვებს Bild-ი ციტირებს.

0.123921