ფეხბურთი

20:54 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო "სიტის" დატოვებას ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე არ აპირებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. 26 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იგი "ქალაქელთა" რიგებს მანამდე არ დატოვებს, სანამ გუნდი ევროპის უმთავრეს ტიტულს არ მოიპოვებს.

"სიტის" დატოვებას ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე არ ვაპირებ. თუ მიმდინარე სეზონში მერვედფინალის საგზურს მოვიპოვებთ, ვაპირებ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო," - განაცხადა არგენტინელმა.

თუ რა დღეშია ჩემპიონთა ლიგაზე "სიტი", შეხსენება არ გჭირდებათ. მანჩესტერულ გრანდს 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელებმა" პრემიერლიგა ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ მოიგეს, ევროპის მთავარ ტურნირზე წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ.

სერხიო აგუერომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114092