ფეხბურთი

13:07 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

ლიონელ მესიმ ესპანელი რაულის რეკორდი (ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი) გაიმეორა. რაულმა 71 გოლის გატანა 142 შეხვედრაში შეძლო, მესის კი იგივე შედეგის მისაღწევად ოდენ, 90 შეხვედრა დასჭირდა.

27 წლის ვარსკვლავმა მატჩის დასრულების შემდეგ, მოკრძალებული კომენტარი გააკეთა:

“დღეს ჩემი რეკორდი მნიშვნელოვანი არ იყო, მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებააა, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, მეტოქე კი ძლიერი გვყავს “პარი სენ ჟერმენის” სახით. მოპოვებული 3 ქულით გახარებულები ვართ”, - განაცხადა მესიმ.

“ბარსელონამ” მესის დუბლის წყალობით “აიაქსი” (2:0) დაამარცხა.

ჩვენ, გთავაზობთ ლიონელ მესის სტატისტიკურ მონაცემებს, მის მიერ გატანილი 71 გოლის შესახებ.

გუნდები, რომლებსაც მესიმ ყველაზე მეტჯერ გაუტანა:

“მილანი” – 8 გოლი

“აიაქსი” – 6 გოლი

“არსენალი” _ 6 გოლი

“ლევერკუზენი” _ 6 გოლი

“პანათინაიკოსი” _ 4 გოლი

“სპარტაკი” _ 4 გოლი

“სელტიკი” _ 3 გოლი

“კოპენჰაგენი” _ 3 გოლი

“ლიონი” _ 3 გოლი

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, 8 პენალტი გაიტანა, 2-ჯერ კი საჯარიმო დარტყმა.

არგენტინელმა 71 გატანილი გოლიდან 59 გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა, 8 მარჯვენა ფეხით, 4 გოლი კი თავით.

61 ზუსტი დარტყმა მან საჯარიმო მოედნის შიგნიდან განახორციელა, 10-ჯერ კი საჯარიმოს გარედან იხეირა.

ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში 2 გოლი აქვს გატანილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112637