ფეხბურთი

11:16 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები

ჩემპიონთა ლიგის ისტორიას მისი დაარსების დღიდან ბევრი გოლეადორი ახსოვს. ეს ტურნირი თავიდან ჩემპიონთა თასის სახელწოდებით იმართებოდა და მასში მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები იღებდნენ მონაწილეობას, უკვე 20 წელზე მეტია ეს ფორმატი შეიცვალა.

დღეს გვინდა, ამ ულამაზესი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები გავიხსენოთ.

რაული, ფერენც პუშკაში, ფილიპო ინძაგი, რუუდ ვან ნისტელროი, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები...

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავას ჯერჯერობით ისევ ლეგენდარული ესპანელი რაული ლიდერობს, სამშაბათს მისი დაწევის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა რონალდუს, თუმცა პორტუგალიელმა ეს საკითხი მომავლისთვის გადადო. ისე, სიმბოლური იქნებოდა რონალდუს გუშინ გოლი რომ გეტანა, რაულს სწორედ იმ სტადიონზე დაეწეოდა, სადაც ესპანელი დღემდე ყველაზე მეტად უყვართ, თუმცა განგებამ ასე არ ინება... მანამდე კი რაულის რეკორდის კიდევ ერთი მტერი, ლიონელ მესი დღეს შეეცდება მწვერვალზე ასვლას, ამისთვის მას დღეს “აიაქსის” კარში მინიმუმ 2 გოლის გატანა სჭირდება, რამდენად მოახერხებს ამას არგენტინელი, დღის ბოლოს გავიგებთ. თუმცა ერთი ფაქტია, რომ მესიც და რონალდუც სულ მალე გონსალეს ბლანკოს უკან მოიტოვებენ... მაგრამ რაულის სახელი ამ ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

მესის და რონალდუს გარდა ჯერჯერობით რაულის რეკორდთან ახლოს არავინაა, თუმცა ნუსხაში ბევრ ისეთ ფეხბურთელს ნახავთ, რომელთა გახსენება ვგონებ, ბევრ თქვენგანს ნოსტალგიურ განწყობაზე დააყენებს...

ჩატარებული თამაშების რაოდენობა, გატანილი გოლები სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში... ამ ყველაფერს ჩვენი ფოტო კოლაჟიდან გაიგებთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11113