ფეხბურთი

18:52 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგიდან იტალიის სერია A-მდე...

წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიურმა კლუბებმა ინგლისური კლუბებიდან 4 საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს.

ეშლი კოული “ჩელსიდან” “რომაში” გადავიდა, პატრის ევრა “მანჩესტერიდან” იუვენტუსში”, ფერნანდო ტორესი “ჩელსიდან” “მილანში”, ხოლო ნემანია ვიდიჩი “მანჩესტერიდან” “ინტერში”. იტალიელმა ჟურნალისტებმა მიმდინარე სეზონის განვლილი ეტაპის მიხედვით, ოთხივე ფეხბურთელის შედეგები სტატისტიკურად შეადარეს.

ნემანია ვიდიჩი “ინტერის” ძირითად შემადგენლობაში ადვილად დამკვიდრდა, თუმცა ვალტერ მაცარის ნაცად სქემას (3-5-2) ალღო ბოლომდე აშკარად ვერ აუღო. მისი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს.

ვიდიჩმა 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მოიგო ორთაბრძოლების 68.9%. ერთხელ კი იგი მოედნიდან გააძევეს.

33 წლის ფრანგი მცველი პატრის ევრა “იუვენტუსში” დიდი იმედებით მივიდა, თუმცა იტალიაში მასაც განსხვავებულ სქემაში მოუწია თამაში (3-5-2), ევრამ ძირითად შემადგენლობაში ბოლომდე დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, მასიმილიანო ალეგრი ევრასა და კვადვო ასამოას შორის როტაციას ხშირად მიმართვადა. ამჟამად პატრის ევრა დაშავებულია და უახლოესი ერთი თვე მოედანზე ვერ გავა.

პატრის ევრამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (4-ვე ძირითადში), ორთაბრძოლების 56,35 მოიგო.

ეშლი კოული რუდი გარსიას “რომაში” მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემის აღმოსაფხვრელად მივიდა, თუმცა იმედების გამართლებას ვეტერანი ინგლისელი ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უკვე საუბრობენ იანვარში კოულის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

34 წლის ინგლისელმა მცველმა 6 მატჩი გამართა (6-ვე ძირითად შემადგენლობიდან დაიწყო), მოიგო ორთაბრძოლების მხოლოდ 41,9%

ყველაზე დიდ იმედს მაინც ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ტორესზე ამყარებდნენ, სადებიუტო მატჩში ტორესმა ლამაზი გოლიც გაიტანა, თუმცა მას შემდეგ, მშრალი სერია აქვს.

ტორესმა 8 მატჩი ჩაატარა, აქედან ორჯერ შეცვლაზე შევიდა, ხოლო 5-ჯერ ის შეცვალეს.Mმის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია. მან ორთაბრძოლების მხოლოდ 34,7 მოიგო.

0.123261