სხვა

2:53 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძის მორიგი გამარჯვება

პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ პროფესიონალურ რინგზე მორიგი გამარჯვება იზეიმა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ყოფილმა პრეტენდენტმა კარიერაში 29-ე მოგება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ჰოლივუდის “ფლორენტინ გარდენში” გამართულ ბრძოლაში მოიპოვა.

მეტსახელად “ტორნადოდ” წოდებულმა ხურციძემ ადგილობრივი მებრძოლი ედი ჰანტერი მეხუთე რაუნდში დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი მესამე რაუნდში ნოკდაუნში ჩააგდო, რის შემდეგაც ბრძოლის სადავეები მთლიანად ჩაიგდო ხელთ და მეხუთე რაუნდში ჰანტერის სამწვრთნელო შტაბმა, დანებების ნიშნად, რინგზე პირსახოცი შემოაგდო.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძისთვის ეს კარიერაში რიგით 33-ე პროფესიული ჩხუბი იყო – 29 გამარჯვების (18 ნოკაუტით) პარალელურად “ტორნადო” ორჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრედ დაასრულა ბრძოლა.

რაც შეეხება ჰანტერს, მას ავთანდილთან მარცხის შემდეგ 10 მოგების საპირისპიროდ 11 წაგება დაუგროვდა, ჰანტერს, ხურციძის მსგავსად პროფესიულ რინგზე 2 ყაიმით დასრულებული შეხვედრაც აღერიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137678