ფეხბურთი

22:15 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-11 ტური: როგორი იქნება 58-ე “ქართული კლასიკო”?

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის და ალბათ პირველი წრის მთავარი თამაში გაიმართება. ეგრეთ წოდებული “ქართული კლასიკო.” ქუთაისში “ტორპედო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. ეს ამ გუნდების რიგით 58-ე დაპირისპირება იქნება, რომელთაგან 26 შეხვედრა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მოდის. აქედან 28-ჯერ დინამოელებმა გაიმარჯვეს, 15-ჯერ ქუათაისელებმა, 14 შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა.

მათი ბოლო მატჩი კი ყველას კარგად გვახსოვს, წლეულს 9 მარტს, ქუთაისში რომ ჩაიშალა. დინამოელები 2:0 იგებდნენ, როცა მინდორზე ადგილობრივი გულშემატკივრები გადახტნენ (მათი უმეტესობა არასრულწლოვანი იყო) და თბილისელი ქომაგებისკენ გაიქცნენ. მერე იყო ქვებისა და პლასტიკური სკამების სროლა. დავიდარაბა კარგა ხანს გაგრძელდა. ქუთაისელები ამბობდნენ: ეს წინა, თბილისური მატჩის გამოძახილი იყო, “დინამო არენაზე” ჩვენც ცუდად მოგვექცნენო. მოკლედ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ისტორიას გაგრძელება აღარ მოჰყვება. მით უმეტეს, რომ შფოთიანი ტურები ძალიან მოგვიმრავლდა. ისიც აღვნიშნოთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო თბილისელებს ბოლო დროს გუნდის ლიდერად ქცეული ახალგაზრდა გიორგი პაპუნაშვილი დააკლდებათ. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

და კიდევ, ნოემბრიდან ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები 14 საათზე დაიწყება. მხოლოდ გამორჩეულები ჩატარდება 18:00-ზე, ამ შემთხვევაში, “ქართული კლასიკო.”

1 ნოემბერი

კოლხეთი (ფოთი) – სამტრედია

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი კილასონია, ლუკა გუგუჩია (კოლხეთი)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” უმაყურებლოდ. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე (დილა); შალვა ექვთიმიშვილი (მეტალურგი)

მსაჯები: ბ. ნინუა, გ. ჩიგოგიძე, ა. ჟივიძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი)

ზუგდიდი. “ბაიას ბაზა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ოთარ ჯავაშვილი, ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, დ. სანოძე (სათადარიგო)

2 ნოემბერი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, დ. კურტანიძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

მერანი (მარტვილი) – შუქურა (ქობულეთი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: გიგა წურწუმია (მერანი); ლაშა ჩაფიძე (შუქურა)

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 14:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

დინამო (ბათუმი) – ჩიხურა (საჩხერე)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი)

ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“)

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, დ.გაბისონია, ა.კრიჭაშვილი (ასისტენტი), ჯ.ხორავა (ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

1. დინამო (თბ) 10 7 2 1 21:7 23
2. სამტრედია 10 5 2 3 11:8 17
3. ცხინვალი 10 5 2 3 10:14 17
4. მეტალურგი 10 4 4 2 12:9 16
5. დილა 9 4 3 2 14:6 15
6. ტორპედო 10 3 6 1 12:9 15
7. ჩიხურა 10 4 2 4 12:12 14
8. გურია 10 3 5 2 10:15 14
9. დინამო (ბთ) 10 4 1 5 10:11 13
10. მერანი 10 3 3 4 8:8 12
11. ზესტაფონი 10 2 5 3 18:13 11
12. ვიტ ჯორჯია 10 3 2 5 9:9 11
13. ფოთი 10 2 3 5 9:14 9
14. სიონი 10 2 3 5 9:15 9
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 10 1 4 5 5:13 7

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116968