ფეხბურთი

1:32 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ “კლუჟს” თასზე მოაგებინა

გიორგი ჭანტურიას გოლის წყალობით, “კლუჟმა” რუმინეთის თასის მეოთხედფინალში გააღწია. კლუჟელები ბუქარესტში რაპიდს ესტუმრნენ და 79-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, თუმცა, ბოლოსკენ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს.

ანგარიშის გათანაბრება კონგოელმა ფორვარდმა ფოდე დორემ მოახერხა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ქართველმა თავდამსხმელმა 87-ე წუთზე გაიტანა. გიორგიმ საჯარიმოს ფარგლებიდან პირდაპირ “ცხრიანში” ჩააჭედა, თუმცა, გოლის ნახვა აქვე შეგიძლიათ.

0.116646