ფეხბურთი

21:17 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

 “მანჩესტერი” ბეილის შეძენას ეცდება

ბრიტანული ვებგვერდები ხშირად წერენ “მანჩესტერის” სატრანსფერო გეგემებზე. ერთ-ერთი ვერსიით “წითელი ეშმაკები” ზამთარში უელსელი გარეთ ბეილის შეძენას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, “იუნაიტედის” ხელმძღვანელობას მიზნად დაუსახავს ბეილის დამატება და თანხაც გამოყოფილი აქვს, რომელიც 90 მილიონ გირვანქას შეადგენს.

2013 წელს სარეკორდო თანხად “ტოტენჰემიდან” 91 მილიონ გირვანქად “სამეფო კლუბში” გადასული მოთამაშე შესაძლოა ვან გაალის გუნდში აღმოჩნდეს.

ბეილი “საუთჰემპტონის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ფეხი ინგლისურ ფეხბურთში აიდგა.

0.113548