ფეხბურთი

18:48 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს

ლევან ყენია კარიერიას ჩეხურ საფეხბურთო კლუბ პრაღის “სლავიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სლავიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. პრაღელთა სპორტული დირექტორის კაროლ კისელის ინფორმაციით, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტის 2015 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა ხელშეკრულება გაგრძელდეს.

“ძალიან აღელვებული ვარ. გუნდი და აქ არსებული ინფორმაცია მომწონს. მოუთმენლად ველი როდის ვითამაშებ “სლავიას” ფორმით”, – თქვა ყენიამ.

24 წლის ფეხბურთელის განცხადებით, “სლავიაში” გადასვლაში ხელი დიუსელდორფის “ფორტუნაში” ყოფილმა თანაგუნდელმა მარტინ ლატკამ შეუწყო, რომელიც ამჯერად პრაღელთა რიგებში გამოდის: “მე და მარტინი მეგობრები ვართ. დიუსელდორფის “ფორტუნაში” ერთად ვთამაშობდით. ის ყველანაირად დამეხმარა, “სლავიაში” რომ ვყოფილიყავი. ამ გუნდის შესახებ პირველად ჩემი მენეჯერისგან შევიტყვე, რომელსაც “სლავიასთან” კონტაქტი აქვს. მარტინ ლატკასა და კაროლს კისელს დავუკავშირდი, რის შემდეგ პრაღაში ჩავედი”.

ყენიას თქმით, “სლავიაზე” არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ სურს კლუბს დაეხმაროს:

“სლავიაში” იმიტომ ჩამოვედი, რომ მსურს გუნდს დავეხმარო. სხვა არაფერი მაინტერესებს. შევეცდები, რომ მომავალში “სლავიასთან” ერთად ევროთასებზე ვითამაშო. ჩემი კიდევ ერთი მიზანია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში დავბრუნდე. “სლავიას” ძალიან ერთგული გულშემატკივრები ჰყავს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გუნდი ჩეხეთის საუკეთესო სტადიონზე თამაშობს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “სლავიაში” ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო”.

0.1186