ფეხბურთი

18:02 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრიუსს “ჰალში” დარჩენა სურს

“ჰალ სიტის” მცველი ალექს ბრიუსი ინგლისურ პრესასთან საუბარში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამს.

“კლუბში წარმატებული პერიოდი გავატარე. სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ, იმედი მაქვს ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ სეზონშიც აქ ვიქნები”, - აღნიშნა 30 წლის მცველმა.

მთავარი მწვრთნელის ალექს ბრიუსის შვილი 2012 წლიდან თამაშობს გუნდში და სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131196