ფეხბურთი

16:51 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს “ატლეტიკოში” დარჩენა დიდი ხნით უნდა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სომეონე “კადენა სერ”-ს ესაუბრა, სადაც რამდენიმე საკითხს შეეხო.

სიმეონეს თქმით, ის ახლო მომავალში მადრიდიდან წასვლას არ გეგმავს და “ატლეტიკოში” თავს კარგად გრძნობს.

“ატლეტიკო” - ესაა ადგილი, სადაც ახლა ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და სადაც დარჩენა კიდევ დიდი ხნით მინდა.

გასული სეზონი დაუვიწყარი იყო, წელს კი ჩვენი მიზანია თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ შედეგი”, - განაცხადა სიმეონემ.

გასული სეზონი მადრიდელთათვის მართლაც ფანტასტიკური აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, პარალელურად ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116771