ფეხბურთი

14:42 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვერსიით გოგია ტურში საუკეთესოა

“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მე-3 ლიგის მე-15 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ დფბ.დე იუწყება.

გოგიამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის მომხმარებელთა ხმათა 49 პროცენტი მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა “დუისბურგის” მოთამაშე მიხაელ რატაიჩაკმა – 47,3 პროცენტი. მე-3 ადგილზე ფლორიან დიკია – 3,6 პროცენტი.

განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” შინ “ვეენს” 3:1 აჯობა და გოგიამ დუბლი შეასრულა.

22 წლის ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდის ვერსიით ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116544