კალათბურთი

14:25 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება

საკალათბურთო აკადემიაში თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. ორივე შეხვედრა “გ“ ჯგუფისა გახლდათ, რომელთა დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ “ბასტიონი“ ჯგუფში რჩება. “ნიკეასთან“ დამარცხებით, ბასტიონელებმა მესამე ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილზე გასული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის, სადაც 3 მესამეადგილოსანი საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი 1 საგზურისთვის იბრძოლებს. ხოლო ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები საქართველოს პირველობის საგზურებს ხომ მოიპოვებენ და ბრძოლას დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მეოთხედფინალიდან გააგრელებენ.

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში 7 მატჩი გაიმართება, რომელთა დასრულების შემდეგაც პლეი ოფის ბადე უფრო სრულყოფილს სახეს მიიღებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112928