თამაშგარე

11:07 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი და განსწავლული კატარინა

როდესაც სერბეთის ცნობილ საფეხბურთო კლუბ “ცრვენა ზვეზდაზე” წერენ, ძირითადად საუბრობენ იმაზე, რომ ამ კლუბს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნაგიჟარი ფანები ჰყავს. არადა, “ცრვენა ზვეზდაზე” თურმე სულ სხვა - ბევრად უფრო საინტერესო და საამო კუთხითაც შეიძლება საუბარი.

”ცრვენა ზვეზდას” სატელევიზიო არხზე, რომელიც ძირითადად მხოლოდ ბელგრადში მაუწყებლობს, თურმე მუშაობს მოქმედი მოდელი და ცნობილი სერბი ლამაზმანი, კატარინა სრეჩკოვიჩი, რომელიც შესახედავად ხომ მშვენიერია და ფეხბურთშიც ნამეტანი განსწავლული ყოფილა.

კატარინას ადრე სულ სხვა არხზე ამინდის პროგნოზის ბლოკი მიჰყავდა და სრულიად შემთხევით გადააწყდა “ცრვენა ზვეზდას” ერთ-ერთ მენეჯერს, რომელსაც ამ კლუბის სიყვარულში გამოუტყდა. ჰოდა, შეთანხმებაც შედგა და უკვე რამდენიმე თვეა მშვენიერი კატარინა ფეხბურთის სერბი ქომაგების გულებს ახარებს თავისი სილამაზითა და განსწავლულობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150075