სხვა

22:43 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სასახლეში მსოფლიო მაკაბის თასი ჩატარდა

თბილისის სპორტის სასახლემ პირველად უმასპინძლა მსოფლიოს მაკაბის თასს კარატეში, სადაც მონაწილეობა 35 ქვეყნის 850-მა სპორტსმენმა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

მაკაბის თასი მსოფლიოს კარატეს ფედერაციის და მსოფლიოს მაკაბის კავშირის ეგიდით, საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის – კახა ბასილიას ორგანიზებით და ასევე თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

შეჯიბრი ქართველ და ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად ჩატარდა. გახსნის ცერემონიალს თბილისის მერი – დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე, მსოფლიოს ქართველ-ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი – გაბრიელ მირელაშვილი, ისრაელიდან მოწვეული სტუმრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მაკაბის თასზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ქართველმა კარატისტებმა მოიპოვეს, მე-2 ადგილზე ისრაელის გუნდი გავიდა, მე-3 ადგილზე კი – რუსეთის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112889