ავტოსპორტი

22:02 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

წრიული რბოლა ფორმულა 1-ის ტრასაზე სტამბულში და სარბოლო სეზონის გრანდიოზული დახურვა რუსთავის ავტოდრომზე

ქართული ავტოსპორტის ისტორიაში 2 ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღად ჩაეწერება. წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი, თურქეთში, ქალაქ სტამბულში, ფორმულა 1-ის ტრასაზე, ისტანბულ პარკში გაიმართება. ღონისძიება მომზადდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თურქეთის საავტომობილო ფედერაციისა და ისტანბულ პარკის ადმინისტრაციის ერთობლივი მონაწილეობით.

რბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ფორმულისა და ლეგენდის ბოლიდები. ასევე იქნება თურქეთის ჩემპიონატის GT კლასი, რომელშიც მონაწილეობენ „ფერარის“, „ლამბორგინის“ და „პორშეს“ სპორტული ბოლიდები. თურქეთის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას ასევე მიიღებს ქართველი მრბოლელი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა „ლამბორგინი“ „გალარდოთი“.

რბოლას დაესწრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვა საპატიო სტუმრები.

9 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი, რომლითაც სრულდება საქართველოს სარბოლო სეზონი, უკვე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შედგება. ღონისძიებაზე - Rustavi International Challenge - მონაწილეობას მიიღებს ფორმულის, ლეგენდის, ტურინგ ლაითის და მოტობაიკების კლასები.

რბოლებს შორის შესვენებებზე, მაყურებელი ნახავს საქართველოს საუკეთესო დრიფტერთა მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ სანახაობას და მოტო სტანტ შოუს.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიონალი მრბოლელი: „ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთი ეტაპი ფორმულა 1-ის ტრასაზე ტარდება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული ავტოსპორტის დინამიკურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, მომავალი სეზონიდან საქართველოს სარბოლო ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპის თურქულ-ქართული ტანდემი სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რაც პირდაპირ ნიშნავს როგორც საქართველოს ჩემპიონატის პრესტიჟის გაათმაგებას, ასევე, ევროპული ქვეყნების ცნობილი პილოტების დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის შეჯიბრში, სადაც ერთი სანტიმეტრით უპირატესობის მოპოვებაც კი, სერიოზულ ბრძოლასთან არის დაკავშირებული.

რბოლის სტარტი 9 ნოემბერს - 13:00 საათზე ბილეთის ფასი - 5 ლარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113279