რაგბი

21:44 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე “ბორჯღალოსნები” რუსებს ამარცხებენ

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს თანატოლებს 10 ქულის სახვაობით ამარცხებს.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” თამაში აქტიურად დაიწყეს და ლელოს გარდასახვა, მალევე კი, ჯარიმა მიაყოლეს. ამის შემდეგ ქართველებმა ჯარიმების დარტყმაზე უარი თქვეს და შეცდომისთვის საპასუხო ლელოთი დაისაჯნენ. თამაში რომ განახლდა, “ბორჯღალოსნებმა” კვლავ მძლავრად შეუტიეს და იერიში ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ ლელომდე მიიყვანეს - 15:5.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავა და იქ ტიტულის დაცვას პორტუგალია-ესპანეთის წყვილს შორის მოგებულთან ეცდება. შეგახსენებთ, ეს ტურნირი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება

  1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი ^კაპ, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8.ბექა გორგაძე

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი

ხაზი

  1. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. ანზორ სიჭინავა, 15. ირაკლი სვანიძე,

მარქაფა

  1. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114726