ავტოსპორტი

16:42 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

„აუდი“ ფ1-ში გადასვლას უარყოფს

„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი ფორმულა ერთში გადასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მოტორსპორტული გუნდები, გამძლეობაზე რბოლების (WEC), GT-ს და DTM-ის ჩემპიონატებში ასპარეზობას გააგრძელებენ.

კულუარებში გავრცელებული ხმები კი გვამცნობდა, რომ მალე გერმანული კომპანია თავის ყველა სხვა ავტოსპორტულ აქტივობას შეწყვეტს და მთელ თავის ყურადღებას ფორმულა ერთზე გადაიტანს. სხვათა შორის, ამავე ხმების მიხედვით, „აუდი“ თავის ფ1-ის გუნდს სტეფანო დომენიკალის ჩააბარებს, ერთ-ერთი პილოტი კი თვით ფერნანდო ალონსო იქნება.

გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ ამის პასუხად, საკუთარ ფეისბუკის და ტვიტერის გვერდებზე ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნათქვამია: „აუდი ფორმულა ერთში? ეს ჭორები წლების განმავლობაში, რეგულარულად ვრცელდება. ეს ამჯერადაც მხოლოდ სპეკულაციაა, რასაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ კვლავაც WEC-ში, DTM-სა და GT-ში ასპარეზობას ვაგრძელებთ, მომავალ სეზონში კი ჩვენს პროგრამას „აუდი სპორტ TT-ს“ თასი დაემატება“.

ამ განცხადების მიუხედავად, კვლავაც რეალურად ჩანს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ალონსომ შესაძლოა ფ1-ში ერთი სეზონი გამოტოვოს და ლე მანზე „აუდისთან“ ერთად, ძლევამოსილი LMP1 პროტოტიპით იასპარეზოს. მართალია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „მაკლარენთან“ მოლაპარაკებას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ - ალონსოს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რაზეც ოუკინგელები არ თანხმდებიან.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113631