ჩოგბურთი

16:03 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოლემ მამის რანგში პირველი მატჩი მოიგო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სტარტი აიღო Paris Masters-ის ტურნირმა. პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მამის რანგში პირველი მატჩი მოიგო. სერბმა პარიზის მასტერსის 1/16-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა (6:3,6:4).

ჯოკოვიჩმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და ერთხელ თვითონ სერბი დაბრეიკდა. მეორე სეტის დასაწყისშივე ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა და კოლშრაიბერი კარიერაში მეექვსედ დაამარცხა. გერმანელს სერბთან მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

მატჩი საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 2 646 495 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

მატჩის საუკეთესო მომენტები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112135